წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მს) დელეგაცია სერბეთის პატრიარქს ეწვია
05.20.2021 23 სთ 407

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი ანტონ პაკანიჩი, 19 მაისს, ბელგრადში, სერბეთისპატრიარქ პორფირეს შეხვდა.

მიტროპოლიტმა ანტონმა მიტროპოლიტ ონოფრეს სახელით, პატრიარქ პორფირეს სერბეთის საპატრიარქო ტახტზე არჩევა მიულოცა და საჩუქრად სამღვდელმთავრო პანაღიები გადასცა.

ვიზიტის დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მს) დელეგაციამ წმინდა საბას საკათედრო ტაძარიც მოილოცა.

შეხვედრის დროს ისაუბრეს მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინაში შექმნილ საეკლესიო ვითარებაზე, ასევე სერბეთის და უკრაინის ეკლესიების ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

 

წყარო – https://bit.ly/3fxb4BE / https://bit.ly/3u4Kgho