სხუა არს ესე საიდუმლოჲ ქრისტესი, სხუა არს ესე დიდებულება[1] მოქმედებისა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისაჲ,* რამეთუ მარადის დიდ არიან ქრისტეს საკჳრველებანი, მძლე ყოვლისა სიტყუათა მეტყუელებისა და ზესთა[2] ქმნულ ყოველსა ძალსა სიბრძნისასა, არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთა და ზეცისა ძალთასაცა, დაღაცათუ სიტყუანი და ენანი ჩუენ, კაცთა შორის, ზესთა[3] აღმატებულად წარმოაჩენენ ანგელოზებრთა მათდა ზეცისა მჴედრობათა. ვინაჲცა ჴმამაღლისა პავლეს თანა ჴმა-მაღლად ვღაღადებდეთ: „სადა არს ბრძენი, სადა არს მწიგნობარი, სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ?“ **
სადა არიან რიტორთა მეტნობანი,[4] სადა არიან ფილოსოფოსთა წინადადებანი, სადა არიან ღრამმატიკოსთა[5] ყრმებრივნი ჴელოვნებანი? ნამდვილვე განაცოფა ღმერთმან სიბრძნე ამის სოფლისაჲ და აჩუჱნა იგი ნამეტნავ უსარგებლო და ამაო. რაისათჳსმე, ვინაჲთგან იგიცა ნიჭი და მადლი[6] ღმრთისაჲ იყო და წარმართთა ურწმუნოთადა მოცემულ[7] იყო საძიებელად ღმრთისა, მოსაქცეველად საცთურისაგან და განფრთხობად ამაოებისაგან. გარნა ამისთჳს, „რამეთუ სიბრძნითა მით სოფლიოჲთა ვერ იცნა რაჲ სოფელმან ღმერთი, სათნო-იყო ღმერთმან, სისულელითა ქადაგებისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ“.*** ვინაჲცა ჯეროვნად თჳთ მეცა პავლეს თანა ვღაღადებ: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა, სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუკულეველ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ გზანი მისნი”! **** ვერცა ერთმან ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ვერცა ვინ იქმნა თანამზრახვალ მისსა, რამეთუ ვითარ გამოიძიოს დაბადებულმან გონებაჲ დამბადებლისაჲ, ანუ მიწდომად შეუძლოს ცნობასა მისსა, ანუ ვითარ თანაგანმზრახ[8] ექმნეს ოდესცა შემოქმედსა შექმნული, ვითარმცა საჴმარ მისსა იყო თანამზრახველი, ვითარცა სრულმყოფელი უსრულსა? ამისთჳსცა სისულელე არს ქადაგებაჲ უსწავლელთა სიბრძნისათაჲ, ვინაჲთგან სულელ იქმნა სიბრძნე კაცთა სწავლულთა სიბრძნისათაჲ. ამიერ დასცხრა აკადიმიაჲ, ამიერ დადუმნა სტოვაჲ, ამის მიერ უქმ-არს პერიპატოჲ, ამის მიერ მწოლარე-არს ლუკიონ, ამის მიერ დათრგუნვილ არს ათინაჲ, რაჲთა არა დაუტეობდენ ღმერთსა დამბადებელსა და ღმერთ-ჰყოფდენ დაბადებულთა. რაჟამს ღმერთსა ზედა განეწყვობოდინ სიბრძნი[C 116v]თა მით ღმრთისა მიერითა და ხილულთა ამათ უზესთაეს-ჰყოფდენ[9] ღმრთისა უხილავისა. და არა უხილავსა მას ხილულთა შორის საცნაურად იხილვიდენ, არამედ ხილულთაგან უხილავსა შეურაცხ-ჰყოფდენ, ამისთჳს სულელ იქმნნეს, ამისთჳს დადუმნეს, ამისთჳს უფსკრულსა დავიწყებისასა დაინთქნეს[10].
ამიერ ნაზარეთი იწინასწარმეტყუელების[11], ვინაჲ-იგი სახარებაჲ ღმრთისაჲ განთქმულ იქმნების; ამიერ ბეთლემი წინაჲთვე იქადაგების, სადა-იგი ღმერთი ჴორცითა იშვების და რომლისა შინა საკჳრველთმოქმედებაჲ ღმრთისაჲ მოქალაქეობს; ამიერ გოლგოთაჲ წინა-გუეუწყების, სადა-იგი ღმრთისა ჴორცითა ჯუარცუმაჲ საცნაურ იქმნების; ამიერ აღდგომაჲ იგალობების, სადა-იგი ქრისტე ღმერთი საფლავით აღმობრწყინდების, ამიერ სიონი წინა-მოესწავების და გუერდნი ჩრდილოჲსანი იქადაგებიან[12], სადა-იგი ქრისტე, მკუდრეთით აღდგომილი, მოწაფეთა წარმოუდგების; ამიერ მთაჲ ზეთისხილთაჲ[13] დიდებულ იქმნების, ვინაჲ-იგი ღმერთი კაცობრივ ზეცად ამაღლდების. პირველნი-იგი განიყვანნეს და მათ წილ მეორენი შემოიყვანნეს, იგინი სულელ იქმნნეს და ესენი განბრძნობილ იქმნნეს, იგინი დაშრეტილ იქმნნეს[14] და ესენი განბრწყინვებულ იქმნნეს; იგინი სამართლად უპატიო იქმნნეს, ვინაჲთგან ღმრთისა არა პატივისმცემელ იყვნეს, ხოლო ესენი სამართლად დიდებულ იქმნნეს, ვინაჲთგან ღმრთისა ჯეროვნად მადიდებელ იყვნნეს; იგინი შესაბრკოლებელ არიან კაცთა, ვითარცა წარწყმედისა[15] მთხრებლად და სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთამყვანებელნი, ხოლო ესენი კაცთა მაცხოვარ არიან, ვითარცა სიკუდილისგან ცხოვრებად აღმყვანებელნი და ქუეყანით ზეცად მიმცვალებელნი; იგინი დავიწყებად მიწევნულ არიან, ხოლო ამათ, აჰა ესერა, ვდღესასწაულობთ დღეს, ამათთჳს ერისკრებათა ვჰყოფთ[16] დღეს, ამათ ჯეროვნად აღვასრულებთ, რამეთუ ღმრთისანი არიან საიდუმლონი დღესასწაულთა ამათნი, რომელნი-ესე კაცობრივ უკუე დაიწყებვიან და საიდუმლოდ სრულ-იქმნებიან, რამეთუ საიდუმლოდ სრულ-ჰყოფენ აღმასრულებელთა მათთა.
არამედ რაჲმე არს აწინდელიცა ესე ქრისტეს საიდუმლოჲ (რომელ-არს მოწევნული ესე დღესასწაული), ანუ რაჲ არს ქრისტეს დიდებულებაჲ (ესე იგი არს მიმოყვანებაჲ და წინამავალთა თანამავალობაჲ), ნუუკუე და ამას ვინმე იკითხვიდეს ჩუენგან ანუ ურწმუნოებითა შეპყრობილთა, გინა უმეცრებისა მჩემებელთაგანი, რამეთუ ეკლესიისა შვილთა და სულისა მესაიდუმლოეთა და ყოველივე ქრისტესი საც[A 117r]ნაურ არს და უწყებულ და არარას უმეცარ არიან დღესასწაულთაგანსა, გარნა მე ეგრეთცა ვჴმობდე და ვიტყოდი, რამეთუ „არა მრცხუენის სახარებაჲ ქრისტესი“, ვითარ-იგი უწინარეს ჩუენსა პავლე ჴმობს, და მის მიერ ვარცხჳნო გარეშეთა მათ ბრძენთა განლაღებულებასა, რამეთუ „მიუწდომელი იგი ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ * და ვითარმცა სირცხვილ-მიჩნდა მითხრობად გამოუთქუმელსა ძალსა ღმრთისასა, ანუ თქუმად სიტყუათა ღირსთა ამის დღესასწაულისათა?
ნუ ცუდად აბრალობენ საიდუმლოთა ჩუენთა არისტაღორელნი და ანაქსაღორელნი[17], ანაქსიმანდრელნი და პითაღორელნი, არისტოტელეთნი და პლატონელნი, განცოფებულისა მის სიბრძნისა უბრძნესნი წინამბრძოლნი, რომელთა- იგი არა უწყიან, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ. ვერცა რას გულისჴმისყოფად შემძლებელ არიან, რომელნი-იგი სამართლად აღჰჴოცნა[18] კალამმან მეთევზურთამან და მოჭრნა მახჳლმან მეპრატაკეთამან და მკუდრად უგრძნულად შთასხნა ნაგევთა შინა ქუეყანისათა. გარნა ჩვენ ესენი დაუტევნეთ, ვითარცა უცხო და გარეშექმნულნი ყოვლად ბრძნისა ამისგან დღესასწაულობისა ჩუენისა, რომელთა თჳთ განაშორნეს თავნი მათნი სიბრძნისაგან ღმრთისა ჭეშმარიტისა და აღივსნეს ამაოჲთა მით და ცუდითა სისულელითა და ვქადაგებდეთ საკჳრველებათა ღმრთისათა ღმრთისმეტყუელითა პირითა და ვდღესასწაულობდეთ სულითა განწმედილითა, რომელი-ესე არს თჳს ღმრთისა და საღმრთოთა დღესასწაულთა და ამას ეძიებს ღმერთი მათგან, რომელნი მისთა დღესასწაულთა დღესასწაულობენ.
იშვა ქრისტე ჴორცითა პირველ საუკუნეთაჲ ღმრთეებითა და დედობრივ ჩუენგან აღიწერა დედისაგან უთესლოდ და გამოუთარგმანებელად მშობელისა მისისა და ესე დღესასწაული საიდუმლოდ ვიდღესასწაულეთ[19] ჩუენ, მის მიერ ცხოვრებასა მიმთხუეულთა, რომლისა შემდგომად წინადაცუეთაჲცა იგი ჴორცთაჲ მიითუალა და ამითცა წესთა სჯულისათა[20] აღსრულებაჲ თავს-იდვა და იგიცა ჩუენ საიდუმლოდ ვიდღესასწაულეთ, ვითარცა მესაიდუმლოეთა ღმრთისათა და ზიარქმნულთა საღმრთოთა ნიჭთა და უხუებათასა. არამედ სხუაჲ არს აწ შემდგომი ესე მისი საიდუმლოჲ და სხუასა უხუებასა ნიჭთასა კაცთა მიჰმადლებს, რამეთუ არარაჲ არს მცირე ანუ [A 117v] უქმ ღმრთისა ჩუენთჳს შობილისა მიერ აღსრულებულთა საქმეთაგანი, რომელი არა უეჭუელ საცხორებელ ექმნების ყოველთა კაცთა[21]. რამეთუ კაცთათჳს რაჲ იშვა, სიმდაბლესა ჩუენსა მის თანა აღმაღლებაჲ სათნო-იჩინა. არამედ ისმინეთ, თუ რაჲ არს აწინდელი ესე საიდუმლოჲ, რომელსა ღმრთივშუენიერად აღვასრულებთ.
ესე არს ქრისტესი ყოვლად განსაკჳრვებელი ჩუენდა შემომავალობაჲ, ქრისტესი ყოვლადსანატრელი წინაძღუანვით მავალობაჲ, ქრისტესი ადგილითი-ადგილად[22] მისლვაჲ, ძნიად სათარგმანებელი[23], ქრისტესი სხჳთი-სხუად მიცვალებაჲ ყოვლად განსაკჳრვებელი, ბეთლემ ყოვლად დიდებულით წარმოსლვაჲ და ჩუენსა ამას იერუსალიმისა ქალაქსა შემოსლვაჲ. და ვინ-მე შეუძლოს გამოთარგმანებაჲ ღმრთისა ადგილითი-ადგილად ყვანებასა? ამისთჳს გამოუთარგმანებელ არიან საიდუმლონი ქრისტესნი. ჵ, ჩუენითა ამით სიბრძნითა აღსავსენო, რამეთუ სიტყუათა[24] იგი მდინარეობაჲ ყოვლად ვერ დაიტევს მათ და ვინმცა გამოიკითხვიდა ღმრთისა გარეშეუწერელისა ადგილითი-ადგილად[25] მიცვალებასა და არამცა მყის განიჩინნა[26] მკითხველისა მის მიმართ და გამომკითხველისა და უფროჲსღა შეუწყნარებელთა საქმეთა მეტყუელისა და კაცობრივთა გონებათაგან დაუტევნელსა რასმე შემომღებელისა, გარნა ეგრეთცა გარეშეუწერელისავე არს მოსლვაჲ ესე ჩუენდა მომართ, დაღაცათუ წარმართნი გუბასრობდენვე და არა ბრძენ უწოდდენ ქადაგებასა ამას ჩუენსა; და რომელი-იგი გარეშემოწერასა ადგილითა არა თავს-იდებს, ვითარცა ღმერთი, არამედ უსაზღვრო არს არსებითა და განუზომელ[27] ძლიერებითა, რამეთუ არსებით განზომილი ძალითაცა განიზომების[28], იგი თავადი მსგავსად ჩუენ, კაცთაჲსა, კაცობრივ მიმოიყვანების, დაღაცათუ ამას ზედა ბილწი ნესტორ განსქთდებოდის და სიჩქურით სხუად მეტყუელებდეს გარეშეწერილისა და სხუადმეტყუელ[29] გარეშეუწერელსა, და ორთა ქრისტეთა და ორთა ძეთა ქადაგებითა[30] არა ეგოდენ ჩუენ, რაოდენ თავსა თჳსსა აცთუნებდეს უღმრთოებით და ბოროტად მადიდებლობით და კადნიერებით განიჭრებოდის საიდუმლოსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ არა ერთსა და მასვე იტყჳს - მამისაგან უჟამოსა და ქალწულისაგან ჟამიერად შობილსა. გარნა ეგრეთცა ჭეშმარიტივე არს და ყოვლად ბრძენ ღმრთისაჲ ესე ჩუენდა შთამომავალობაჲ, რომელი-იგი ჭეშმარიტად განჴორციელდა და კაც იქმნა უქცეველად, დაღაცათუ საძაგელი ევტჳქი განფი[A118r]ცხნებოდის, ვითარცა უარისმყოფელი ჴორცთა სიტყჳსა განჴორციელებულისათაჲ[31] და საოცრად[32] ხოლო მგონებელი განგებულებისა ჩუენისაჲ. ხოლო[33] უკუეთუ ერთბუნებად დაადგრა ღმერთი განკაცებული, საოცარ[34] იყოს თჳთ ჴორცთა შესხმაჲცა იგი, და საოცარ[35] იქმნენ ყოველნი საიდუმლონი ქრისტესნი და არა ჭეშმარიტ იყოს განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ. რამეთუ უკუეთუ ბუნებაჲ ჴორცთაჲ არა მიიღო, ვითარ უქცეველად ეგოს სიტყუაჲ იგი შემდგომად ჴორცთშესხმისა? არამედ ნამდჳლვე ჭეშმარიტად სიტყუაჲ იგი განჴორციელდა და ქცეულებაჲ, გინა ჴორცად შეცვალებაჲ, არა თავს-იდვა და ჭეშმარიტად ბუნებაჲ ჴორცთაჲ მიიღო ყოვლადუხრწნელისაგან ქალწულისა, რომლისაგან ჴორცითა იშვა, არა თავს-იდებს განკუეთასა ბუნებათასა და ორითა ბუნებითა იცნობების. არცა განყოფითა ბუნებათაჲთა ორ ძედ განიწვალების, ვითარ-იგი ცუნდრუკებს საძაგელი ნესტორ; არცა შეჰრევს ერთობასა მას, რომელთაგან გუამოვნებით ერთად იცნობების და ერთ და იგივე არს ღმერთი და კაცი, და ერთსა გუამსა გჳჩუენებს, ორთაგან ბუნებათა შეერთებულსა, ხოლო არა შეჰრევს ორთავე მათსა თჳთებასა, რამეთუ[36] რომელთაგან განუკუეთელად შეიერთა, მათ შორის განუწვალებელად იხილვების, არცა შეჰრევს საიდუმლოსა, არცა განჰყოფს გუამსა თჳსსა.
ესრეთ უკუე ბეთლემელ არს ზეცისაჲ იგი, ესრეთ ხილულ იქმნების უხილავი იგი, ესრეთ ჴორციელ არს უჴორცოჲ იგი, ესრეთ გარეშეწერით ჩუენდა მოვალს გარეშეუწერელი იგი, არამედ ყოველნივე მიგებებად მისსა მივრბიოდით. რომელნიცა ესრეთ კეთილად მსახურებით პატივს-ვცემთ საიდუმლოსა მისსა, ყოველნივე გულსმოდგინებით მივრბიოდით და ერთი ერთსა ვჰჴდებოდით, თუ ვინ პირველ შეემთხჳოს მას, ანუ ვინ პირველად იხილოს ღმერთი თუალითა თჳსითა, ვინ პირველად შეიწყნაროს, ანუ ვინ პირველად იტჳრთოს წიაღთა თჳსთა.
ნუმცა ვის სცონის საგრობისა მიმართ საღმრთოჲსა; ნუმცა ვინ კელობნ მალიად მავალთაგანი; ნუმცა ვინ ორგულებნ ღმრთისმოყუარებით განმავალთაგანი; ნუმცა ვინ დროებს მიგებებად ღმრთისა; ნუმცა ვინ დაშთების თჳნიერ გემოჲსხილვისა სანოვაგეთაგან ამის დღესასწაულისათა; ნუმცა ვინ გამოჩნდების მიუთუალველ საიდუმლოჲსა; ნუმცა ვინ არს დაკლებულ ნათლითშემოსილისა ამისაგან ბრწყინვალებისა; ნუვინ იქმნების მალიად სრბისათჳს დაკლებულ სჳმეონისგან მოხუცებულისა; ნუმცა ვინ [A 118r] იპოების უუძლურეს ანნაჲს დაქურივებულისა, რაჲთა არა იბრალოს ბერთაგან, ჭეშმარიტად ზესთა[37] ჰასაკისა ქმნულთა, და უფროჲს ჭაბუკთაჲსა ახოვანქმნულთა[38], რომელნი აბრალებდენ მას პირებითა მით საწინაწარმეტყუელოჲთა ნაკლულევანებასა გულსმოდგინებისასა, ანუ მეტნობასა ურწმუნოებისასა; ნუმცა ვინ არს უნაწილო მიგებებისა ამის, ნუცა უცხო ნათლითშემოსილობისა, რამეთუ ამისთჳს ბრწყინვალებასა სანთელთასა აღვიღებთ, რაჲთა ვაჩუენოთ ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ, კაცთა შორის გამოჩინებული, რომლისა მიერ ყოველივე განბრწყინდების და ბნელისაგან სიბოროტისა ლტოლვილ[39] იქმნების, განბრწყინვებითა ნათლისა მიერ დაუსრულებელისა.
არა ხოლო ესე, არამედ სულიერსაცა ვაჩუენებთ ბრწყინვალებასა, რომლითა შემკობილნი თანამდებ ვართ მიგებებად ქრისტესსა, რამეთუ ვითარ-იგი ღმრთისმშობელმან ქალწულმან მაშინ ჯერ-იჩინა ჩუენდა მომართ, დაბნელებულთა, მოსლვაჲ, ოდეს-იგი წიაღითა მოჰყვანდა ცეცხლი ღმრთეებისაჲ, ეგრეთვე ჩუენ, უხილავად ელვარექმნულნი ხილულითა მით სანთელთა აღნთებითა, უხილავსა მას ნათელსა მივეგებვით. და ესე არს საიდუმლოჲ ჩუენი, ვითარმედ „ნათელი სოფლად მოვიდა“* და დაბნელებული სოფელი განანათლა. რამეთუ „მოგუხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით“** და ბნელსა მსხდომარენი განაბრწყინვნა. ამისთჳსცა მიმოვალთ ლამპრებითა, ამისთჳს მსრბოლ ვართ სანთლებითა, რაჲთა ჩუენ შორის მყოფიცა იგი ნათელი ვაჩუენოთ და მის მიერ[40] ჩუენდა მონიჭებულიცა იგი ბრწყინვალებაჲ ვიქადაგოთ.[41]
ამისთჳს შემოკრებულ ვართ, ამისთჳს მიგებებად ღმრთისა განმზადებულ ვართ, ნუუკუე ამისდა ქმნად უდებქმნულთა გუეყუედროს მის მიერ უმადლოებაჲ, გინათუ განმაცჳბრებელი შეურაცხისმყოფელობაჲ მისი დაგუესაჯოს და გუესმას სამართლად მეტყუელებაჲ მისი, რომელი-იგი პირველ ჰურიათაცა ესმა, ნამდჳლვე დაბნელებულთა და უმადლოთა, ვითარმედ „ნათელი სოფლად მოვიდა და შეიყუარეს კაცთა ბნელი უფროჲს, ვიდრე ნათელი“.*** რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვინაჲთგან მარადის ჩუეულ არს სიბოროტე დაბნელებად სულისა და[42] არა უტევებს მას ხილვად ნათლისა, ანუთუ კუალად ესრეთ, ვითარ-იგი იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ, ვითარმედ: „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწევის“.**** ნათელსა იტყჳს ჭეშმარიტსა, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა[43] სოფლად“ *****
[A 119r]ყოველნივე განვნათლდეთ, ძმანო; ყოველნივე განვბრწყინდეთ, ძმანო, ნუმცა ვინ ჩვენგანი დაშთების[44] უნაწილო ბრწყინვალებისაგან, ნუმცა ვინ იპოების აღსავსე ბნელითა, არამედ ყოველნივე ბრწყინვალედ განვიდოდით. ყოველნი ბრწყინვალედ[45] მივეგებვოდით, რაჲთა ნათელი იგი, ბრწყინვალე და დაუსრულებელი, შევიწყნაროთ. სჳმეონის თანა მოხუცებულისა, მის თანავე, ვჰკრთებოდით სულითა, გალობითა მადლობისათა უგალობდეთ მამასა და[46] მშობელსა ნათლისასა, გამომავლინებელსა ნათლისა ჭეშმარიტისასა და უჩინომყოფელსა ჩუენისა სიბნელისასა, რომელმან-იგი ბრწყინვალედ გამომაჩინნა ჩუენ ყოველნი, რამეთუ ჩუენცა ვიხილეთ მაცხოვარებაჲ იგი თჳთ თავადისა მის ღმრთისაჲ, რომელი-იგი განუმზადა წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა და სადიდებელად ჩუენდა ახლისა ამის იერუსალიმისა გამოაცხადა, რომლითა მყის ვიჴსნენით სიბნელისაგან ძუელთა ცოდვათაჲსა, ვითარცა სჳმეონ აქაჲსა ამის ცხოვრებისაგან განიჴსნა ხილვითა ქრისტესითა. რამეთუ ჩუენ რომლითა[47] სარწმუნოებით შევიწყნარეთ ბეთლემით ჩუენდა მომავალი ქრისტე, რომელ-იგი არს მაცხოვარებაჲ ღმრთისა მამისაჲ და ერ ღმრთისა ვიქმნენით წარმართობისაგან და განჴორციელებული ღმერთი თუალითა ვიხილეთ, ახალ ერ და ჭეშმარიტად იერუსალიმელ ვართ და შემოკრებილ ვართ ჩუენდა მოსრულისა ამის ღმრთისა შეწყნარებად წიაღთა შინა სულისა ჩუენისათა. წლითი-წლადსა ამას დღესასწაულსა მისსა ვდღესასწაულობთ და არაოდეს დავივიწყებთ მას.
გარნა რაჲსა მოვალს ქრისტე, ყოველგან მყოფი? ანუ რაჲსა მოიწევის ჩუენდა ნათელი იგი, აღმავსებელი ყოვლისაჲ? რამეთუ არარაჲ არს ცალიერ[48] ბრწყინვალებისაგან მისისა, რომელი-იგი აქუს გარეშეუწერელსა მას ბუნებასა მისსა, და არცა ერთისა ვისგან დაეყენების, რომელსა ენებოს და უყუარდეს იგი. ცხად არს, ვითარმედ აღსრულებად ძუელისა შჯულისა[49] მოიწევის, რომელი-იგი მან დადვა პირითა მოსესითა, წინამომასწავებელად ყოველთა გონებათა უზესთაესისა[50] მის შობისა თჳსისა. რაჲ-მე არს იგი, გარნა თუ ესე? „ყოველმან წულმან, რომელმან განაღოს საშოჲ” - იტყჳს - „წმიდაჲ უფლისაჲ იწოდოს“.* რომლისაჲ ესე ბრძანებაჲ, უფროჲსღა წინაწარმეტყველებითი წინამოსწავებაჲ[51], მან თავადმან აღასრულა, ვინაჲთგან იგი მხოლოჲ არს საშოჲსაგან ქალწულისა გამობრწყინვებული და ქალწულებასა დედისასა არა დამარღუეველი, რომელმან არა დაჰჴსნნა[52] ბჭენი[53] მისნი გამოსლვითა თჳსითა, რამეთუ მის მხოლოჲსათჳს განცხადებულად წინაჲსწართქუმულ[54] იყო ესე: ვინაჲთგან იგი მხოლოჲ იშვა მხოლოჲსა ქალწულისაგან და იგი მხოლოჲ არს უთესლოდ გამოსრულ საშოჲსაგან ქალწულებრივისა და ქალწულად დამცველ[55] [A 119v] ქალწულისა ქალწულებასა[56], რამეთუ[57] არა განხრწნა მადლი მისი შობითა თჳსითა,** არცა უჩინო-ყო ბრწყინვალებაჲ უბიწოებისაჲ გამოსლვითა თჳსითა მისგან, არა დაჰჴნნა საკრველნი ქალწულებისანი, ვინაჲთგან ღმერთი იყო, რომელი-იგი იშვა და ღმრთისმშობელ არს ჭეშმარიტად, რომელმან იგი შვა.
კუალად ამას ზედა სადაღა იხილვების ბილწი ნესტორ, რომელსა არა ჰნებავს თქუმად არცა შობილი ღმერთად, არცა მშობელი - ღმრთისმშობელად? ანუ სადა-არს საძაგელი ევტიქი, რომელი-იგი არა თანაარს ჩუენდა იტყოდა ჴორცთა უფლისათა, რამეთუ ვითარ „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“*** და თავს-იდვა ჩუენთვის განჴორციელებაჲ, უკუეთუ არა ჩუენგან მიიხუნა ჴორცნი? და უკუეთუ არა შეიმოსა ბუნებაჲ ჴორცთაჲ და ამით აჩუენა თანაარს ყოფაჲ ჩუენი, რაჟამს სიტყუაჲ უნივთოჲ და მარტივი, მსგავსად ჩუენსა, იქმნა ზრქელ კაც ჭეშმარიტებით, რამეთუ არცაღა სახელ-იდების ჭეშმარიტებით კაც, რომელსა არა მოაქუნდენ ჴორცნი, თანაარსნი ჴორცთა ჩუენთანი და სული, თანაარსი სულისა ჩუენისაჲ.
არამედ ნამდჳლვე სიტყუაჲ განჴორციელდა და მნებებელობითა ცხოვრებისა ჩუენისაჲთა ღმერთი იყო უქცეველი და კაც-იქმნა უქცეველად ჭეშმარიტებით. არარაჲ ნაწილ, არცა რაჲ საოცარ-ყო[58], არცა რაჲ გუაზმნო ჩუენ, კაცთა, არამედ[59] არსებით მიიღო ჩუენი ესე და ჭეშმარიტებით მოგუცა თჳსი იგი, რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ იყო, ვითარ ესე გურწამს, ვითარმცა იტყოდა აღმწერელი ამისი მახარებელი, ვითარმედ: „რაჟამს აღივსნეს დღენი განწმედისა მისისანი“*. რომლისა განწმედისანი? ჵ, ევტჳქი, მრავალსაძაგელო, უკუეთუ არა ჭეშმარიტებით ჴორცნი შეისხნა ქრისტემან და უკუეთუ არა[60] შეირთოს სიტყუამან კაცებაჲ, რადღა საჴმარ-არს განწმედაჲ ღმრთისა უნივთოჲსა და ანუ რაჲმცა ბიწი იხილვა[61] ღმრთისა თანა უნივთოჲსა და უჴორცოჲსა? ნუუკუე და თჳთ სიტყუაჲცა ესე კაცობრივ სადმე აღწერილ არს-ა, მსგავსად მანიქეველებრისა მაგის საოცრებისა[62] და სიჩქურისა შენისა? რამეთუ არცა ქრისტე მოქენე იყო განწმედისა რაჲსამე, ყოველთა განმწმედელი იგი და მხოლოდ უბიწოებით ჴორცშესხმული, და არცა მშობელსა მისსა, ვინაჲთგან ქალწული იყო, ჭეშმარიტად განუხრწნელი და ყოველთა დედათა შობისა განმწმედელი, არავე უჴმდა შჯულიერი იგი განწმედაჲ, არამედ ცხად არს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მიელოდა დღეთა განწმედისათა აღმასრულებელობისათჳს შჯულისა და რაჲთა არა იხილვოს ქრისტე დამჴსნელად შჯულისა[63].
გარნა უკუეთუ საოცარ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსა, ვინ არს ესე ტჳრთული უხრწნე[A120r]ლთა წიაღთა დედისათა? ანუ ვინ მიქუმული მკლავთა სჳმეონ მოხუცებულისათა? არამედ ცხად-არს, ვითარმედ - ღმერთი, ჭეშმარიტად ჴორცშესხმული მღდელშუენიერად, რომელი წინაწარმეტყუელებრივ მიიქუა სჳმეონ და მიიყვანა შესაწირავად ღმრთისა მამისა და, აღასრულა რაჲ შჯული[64] სულისაჲ, - “აწ განუტევო მონაჲ შენი, მეუფეო“, -ჴმობს პირითა მმადლობელითა - „სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით“. ** ესე იგი იყო სიტყუაჲ[65], რომელი ითქუა მისსა მიმართ სულისა მიერ: „არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ“.*** რამეთუ მყის ხილვასავე თანა ქრისტესსა განიჴსნა საკრველთაგან შჯულიერთა[66], ვინაჲთგან შჯულისა[67] პირი აქუნდა მოხუცებულსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: “იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,“* რამეთუ არა მოსესმიერი იგი შჯული[68] იყო მაცხოვარება, არამედ აწღა შჯულმან[69] მან ძუელმან, დაბერებულმან და მოუძლურებულმან, იხილა ქრისტე, რომელ არს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და ესრეთ განძლიერდა უძლურებისაგან და განახლებით განახლდა დაძუელებისაგან და[70] ეგრეთღა განიჴსნა, რამეთუ ნათელი იხილვებოდა თუალთა ყოვლისა ისრაელისა, ძუელქმნულისა განმათავისუფლებელი დაძუელებულებისაგან და წარმართთა იგი ცისკარი ნათლად საღმრთოდ განბრწყინდებოდა. ამისთჳსცა ჴმობს და ჴმობით ახარებს ყოველთა: „აწ განუტევეო [71]“ -იტყჳს - „მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ“.[72]**
აჰა, ახალნი შემოვიდეს ძუელთა წილ და გალილეაჲ წარმართთაჲ განათლდების და ახლად ისრაელად გამოჩნდების ძუელი იგი ისრაელი, ნათლითა ქრისტესითა განათლებული. გარნა ესრეთ ჯერ-არს ცნობად, თუ რასა ხედვიდეს თუალნი სჳმეონისნი? ცხად არს, ვითარმედ ჴორცთა სიტყჳსა ჴორცშესხმულისათა და გუამსა, მსგავსად გუამთა ჩუენთა სახილველსა, სამხილებელად ევტჳქი უგუნურისა, რომელი-იგი თესლისაგან მანიქეველთაჲსა მიდგომილ იქმნა, რამეთუ ღმრთეებაჲ ბუნებითა თჳსითა უხილავ არს და განუცდელ თვალთაგან კაცობრივთა. განეყენნედ[73] უკუე ბრწყინვალისა ამის დღესასწაულისა ჩუენისაგან, სწორებით მტერნი და მბრძოლნი იგი ამისნი, ევტჳქი და ნესტორ, ვითარცა წადიერნი განხრწნად ფერშუენიერებასა ამისსა[74]; ესე ამისთჳს, რამეთუ განჰკუეთს განუკუეთელებასა ქრისტესსა, ხოლო იგი, რამეთუ შეჰრევს შეურევნელთა[A 120v], რამეთუ ესევითართა მედღესასწაულეთა არაოდეს მიითუალავს დღესასწაული ჩუენი. ამისთჳს განბრწყინდებოდეთ, ამისთჳს განწმიდნებოდეთ, ამისთჳს ქრისტეს საიდუმლოსა, ვითარცა მეგობარნი ქრისტესნი, მსახურ ექმნებოდეთ, რამეთუ სხუებრ მიგებებად მისსა განმავალთა, რაოდენიცა მოსწრაფე იყვნენ, არა შეიწყნარებს; არცაღა თუ თუალით მიხედვასა მათსა თავს-იდებს, არამედ ექსორია-ჰყოფს მათ თჳსისაგან დღესასწაულისა და უნაწილოდ დასდებს თჳსისაგან მიგებებისა. ამათვე თანა-წარივლტოდედ ევნუმიანელნი, ევდუქსიელნი და ასტერიელნი[75] და მათ თანა-წარჰყვედ მანიქეველნი და აპოლინარელნი, სევერიანნი და დეოსკორიანნი და ყოველივე არაწმიდაჲ ლეგეონი უთავოთა მწვალებელთაჲ. ვითარ რომელნიმე მათგანნი ხედვიდენ რაჲ ქრისტესსა ჴორციელად გამოჩინებასა, ხილულისა მისთჳს სიმდაბლისა უხილავსა მასცა სიმაღლესა ღმრთეებისა მისისასა დაამდაბლებენ და[76] რაჟამს სხუაბუნება და სხუაარსება ჰყოფდენ მას მშობლისაგან მისისა მამისა და კადნიერებით აგებულთა თანა-აღჰრაცხვიდენ[77] და ზოგად ღმრთეებრივ და კაცობრივ აგებულად იტყოდინ ქრისტესა, ხოლო სხუათა უხილავისა მისთჳს ღმრთეებისა საოცარ-ყოფაჲ იოცნეს კაცებისა მისისაჲ, რამეთუ მანის სიჩქურთა შედგომითა ქცეულებაჲ ჰგონეს ჩუენგან მიღებულისა მის გუამისაჲ, ვითარცა აპოლინარიოს[78] და პოლემონოჲს თანაზრდილთა, რომელთა თანა-დაეწესედ ევვიონ და პავლე სამოსატელი თანა ვარდისანითურთ და განიდევნნედ[79] ჩუენისა ამის კრებულისაგან[80], რომელნიმე - ვითარცა ლიტონად კაცად შემრაცხველნი ქრისტესნი, ვითარცა ერთისა ჩუენგანისანი, ვითარ-თუმცა[81] არცა ერთი აქუნდა ზიარებაჲ ღმრთეებისაჲ, და სხუანი კუალად, - რამეთუ არა[82] პირველ საუკუნეთა თანადაუსაბამოდ მამისა, არამედ მარიამისაგან დაწყებულად ქადაგებენ მას უთესლოჲსა მისთჳს ჴორცშესხმისა. და ესე ყოველნი და სხუანი, მიმდგომნი მათნი და ბოროტისა მის ნებისა მათისა თანაზიარნი, ნუმცა იხილვებიან ღმრთივშუენიერსა ამას შინა მიგებებასა ქრისტესსა, რაჲთა ჩუენ მხოლოდ სიწრფოებით ვდღესასწაულობდეთ, რაჟამს არცა ერთი რაჲ იყოს ჩუენ თანა ბიწი წვალებათა მწინკულევანებისაჲ[83] და ესრეთ მივეგებნეთ ქრისტესა ღმერთსა. სჳმეონის თანა მოხუცებულისა მივიქუათ, და ანნაჲს თანა უგალობდეთ ქურივისა მის და წინაწარმეტყუელისა, რამეთუ ზოგად ორნივე დაძუე[A 121r]ლებულ იყვნეს - შჯულიცა[84] და შემდგომნი მისნი წინაწარმეტყუელნი - და ზოგად ითხოვდეს განტევებასა, და მებრვე ამისთჳს იყვნეს იგინი, რაჲთა წინაწარმეტყუელებით მოასწავონ საიდუმლოჲ ქრისტეს გამოჩინებისაჲ.
ამათისა წინაწარმეტყუელებისაგან და ფსალმუნთა თქმულისაგან უგალობდეთ დღეს სიმრავლისაგან წარმართთაჲსა ახლად ერად მოწოდებულნი და ჭეშმარიტ[85] ისრაელქმნულნი, „უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა“,* კეთილად განახლებულნი სულითა, ესე იგი არს, რაჲთა-თანა აღვჰყვეთ ქრისტესსა ამას ჩუენდა მომავლობასა. განვაგდოთ ყოველივე ამაოებაჲ საწარმართოჲ და შჯულისაჲ[86] და ჴორცთა სიზრქისაჲ, რამეთუ არცა ესენი არიან ღირს ქრისტეს დღესასწაულისა; უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, ვითარცა განახლებულნი და ძუელისა წილ ახლქმნულნი, რამეთუ ახლად გალობად ბრძანებულ ვართ ღმრთისა მიერ მამისა, რომელნი განვახლდით მოსლვითა ქრისტესითა და გუეწოდა ერ მისსა ახალ; „უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ იქმნა“ ** და რაჲმცა იყო უსაკჳრველეს უფროჲს მოსლვისა ქრისტესისა, რომლისა მიერ განქარვებად მიწუეულნი აღორძინებად იწყებენ, რამეთუ სიჭაბუკე მათი განახლდების[87] ღმრთისა მიერ.
და რაჲ-მე არს საკჳრველი იგი ჴმობად განცხადებულად, ქნარო სულისაო? “აცხოვნა იგი“ - იტყჳს - „მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან“.*** და რაჲმცა იყოს სხუაჲ მარჯუენე და მკლავ წმიდა ღმრთისა მამისა, თჳნიერ ძე, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა და არაარსისაგან არსად მოვიდა? რომელმან-იგი აწცა აცხოვნა ხრწნილებად მიცემული და განაახლა დაძუელებული მკლავითა მით მაღლითა და ყოვლადწმიდითა მარჯუენითა, ვინაჲთგან ყოველი დაძუელებული და დაბერებული ბუნებით მახლობელ არს განრყუნისა; ვინაჲცა აღიარებს ყოველი, ღმრთისმეცნიერებისა ნათლისა მიერ განბრწყინვებული ჴორცითა და სულითა და გონებითა, ვითარმედ მხოლოჲ ქრისტე არს და იცნობების სოფლად მოსრული ცხოვრებად და განახლებად დაბადებულთა მიღებითა ჴორცთა ჩუენთაჲთა, რომლისა მიერ ვცხონდებით და დაძუელებულებისა მის ჩუენისაჲ[88] განვიჴსნებით და განვთავისუფლდებით და ახალ თბე ღმრთისა ვიქმნებით, რაჟამს არარაჲ იყოს ჩუენ თანა ძუელი იგი დამჟავებულებაჲ, რამეთუ ნამდჳლვე ჩუენ ვართ მარჯუენისაგან ღმრთისა საკჳრველებით ცხოვნებულნი და მკლავითა მისი[A121v]თა განახლებულნი, რომლისათჳს დავით წინაჲწარმეტყუელებით ჴმა-ყო: „აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან“.* ვინ აცხოვნა, გარნა თუ ერი, მოქენე ცხოვრებისაჲ და მლტოლვარედ გამოჴსნილი განმაქარვებელისა მისგან სიძუელისა, რომლისათჳს არარაჲს სხჳსა, არამედ თჳთ ჴორციელისა ამის ქრისტეს მოსლვისა მვედრებელ იყო. ქრისტეს ვიტყჳ მარჯუენესა და მკლავსა მამისასა, განსაახლებელად და გამოსაჴსნელად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს შემდგომი სიტყუაჲ ღმრთივ სულიერისა მის გალობისაჲ: „აუწყა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი და წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი“,** რომელი-იგი სჳმეონ შჯულებრ[89] მოხუცებულებრ შეიწყნარა და ჴმობს მაცხოვარებისა მიმართ ღმრთისა: „აწ განუტეო[90] მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით“,*** ესე თჳთ თავადი იყო ქრისტე, უცილობელი მშჳდობაჲ ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, რამეთუ „იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ.“ ****
აღსრულებულ არიან წინაწარმეტყუელებანი; სრულქმნილ არიან აღთქუმანი, შეცთომილნი - განათლებულ და უპატიონი - დიდებულ, ვინაჲცა თჳთ მე, სიძუელე შჯულისაჲ[91], დადუმებულ და განქარვებულ ვარ. არა ხოლო ესე, არამედ ყოვლად განუვლთოლველიცა[92] და განმაჭაბუკებელი ძალი მიხილავს საიდუმლოთა შენთა შეწყნარებისაჲ. ჵ მეუფეო, ვიხილე დიდებაჲ შენი თუალითა დაბერებულითა, რამეთუ შენ ნათელ წარმართთა ექმენ და ადიდე საკჳრველებით ახლადშობილი ესე და აწ წოდებული ისრაელი დიდებითა, ჭეშმარიტად დაუძუელებელითა, და განანათლებ მას ნათლითა, არასადა დასრულებადითა.
ესრეთ უკუე, იხილა რაჲ სჳმეონ მოხუცებულმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, აღმოუტევებდა მისსა მიმართ ჴმათა სამადლობელთა და ესრეთ ეპყრა წიაღთა მაცხოვარებაჲ ღმრთისა მამისაჲ, რომლითა ყოველთა ცხოვრებაჲ აღმოუბრწყინვა და მიჰმადლა გამოჴსნაჲ უზესთაესი[93]. ამისსა შემდგომად მოიქცა ქალწულისა მიმართ, ჭეშმარიტად ღმრთისმშობლისა, და იოსების მიმართ, რომელი-იგი მამად უფლისა საგონებელ იყო და შჯულთაგან[94] მამობისათა ყოვლად უცხო იყო, რომელთა მიმართ „აჰა ესერა“, - იტყოდა - „ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის“,* დაცემად მონებრივისა წიგნისა და აღდგინებად შვილთა მადლისათა, დაცემად მათდა, რომელნი ჯრეთ პატივ-ცემდენ-ვეღა დაძუელებულსა შჯულსა[95] და აღდგინებად მათდა, რომელნი განამტკიცებდენ სახარებისა განახლებულებასა დაცემად[96], რომელნი ჴორციელსა მას ზედა შვილებასა აბრაჰამისსა მოქადულ იყვნენ და აღდგინებად, რომელნი შვილ აბრაჰამისსა იქმნებოდინ სარწმუნოებისა მიერ. დაცემად მათდა, რომელნი ძუელისა მის ადამის ცნობითა შემოსილ იყვნენ და აღდგინებად მათდა, რომელნი ახლისა ამის ადამისმიერსა შემოსასა ჩუენსა ზედა მოქადულ იყვნენ. დაცემად, რომელნი მიწისასა[97] და ზრქელსა ზრახვიდენ და აღდგინებად, რომელთა სუროდის მაღალთა მათთჳს და ზეცისათა.[98] ვინაჲთგან პირველი ადამ ქუეყანისაგან მიწისა დაბადებულ იყო, ამისთჳსცა ჴელთა ჩემთა ზედა ჴორციელად ტჳრთული ესე და ღმრთეებით მტჳრთველი ჩემი ახალი ადამ ზეცით ჩუენდა მომართ მოსრულ არს და ზეცისაჲსა მზრახველ-მყოფს ჩუენ, სარწმუნოებით შემწყნარებელთა მოსლვისა მისისათა, რამეთუ[99] რომელთა შეიწყნარეს იგი სარწმუნოებით, მიჰმადლებს მათ შვილებასა უკუდავსა ღმრთისა მიმართ მამისა, რომელნი-იგი არა ნებითა ჴორცთაჲთა იშვებიან, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა გამოჩნდებიან, არამედ მადლით ღმრთისა მიერ აღმოცენებულ არიან[100] არა ბუნებითითა შეცვალებითა, არამედ მადლითითა შეერთებითა, რამეთუ ესე მხოლოჲ არს, ჵ ქალწულო დედათა შორის და უბიწოო მშობელთა შორის, თანაარსებით და ერთარსებით შობილი ღმრთისა მამისაგან, მხოლოდშობილი ღმრთისმშობლისაგან და ძედ მისსა პირმშოდ საცნაურქმნილი, დაღაცათუ შენგან, ქალწულისა, განჴორციელდა და შენგან თავს-იდვა შობაჲ ჴორცითა.
არამედ[101] თჳთ შენსა მაგასცა სულსა, მხილველსა ღმრთისა დიდთა საიდუმლოთასა და მშობელსა ჩუენდა მადლთა საუნჯისასა, მახჳლმან ორგულებისამან განვლოს და ლახუარმან განცჳბრებისამან მოწყლას გონებაჲ შენი, რაჟამს იხილო ესე თუალითა, ნებსით ჯუარსა შემსჭუალული ჴორცითა და დასჯილი შორის ავაზაკთა, მომაკუდინებელისა სიკუდილისა, მომაკუდინებელისა ჩუენისაჲ და ცხოველსმყოფელი ჩუენ, სამართლად მომკუდართაჲ ამათ, შემკრველი ბანაკთა საეშმაკოთაჲ[102] და განმჴსნელი ჩუენ, ცოდვითა შეკრულთა კაცთაჲ ეშმაკისა მიერ. გარნა არა დაადგრეს[103], არცა მიმყოვნებით დაივანოს შენ შორის განვლამან მახჳლისამან, რამეთუ არაოდეს დაგავიწყდეს სრულიად შენი ეგე ღმრთივშუენიერითა მუცლადღებითა ყოვლად განსაკჳრვებელი შობაჲ, ჵ ღმრთისა დედაო, [A122v] დაღაცათუ ჟამსა მას ჯურცუმისასა გამოუთქმელთა მათ საქმეთა განგებულებაჲ შეგაძრწუნებდეს კაცობრივ, ესევითართა პირთათჳს თუ ვითარ ჯუარცუმასა თავს-იდებს[104] ჴორცითა ღმერთი, უვნებელი და უკუდავი თჳსითა მით არსებითა და ბუნებითა ვითარ შორის ავაზაკთა იგინების, მარადის დიდებული ანგელოზთაგან![105] ვითარ ძმარი და ნავღელი მიეპყრობვის მას, რომელი-იგი ზრდის ყოველთა მოქენეთა საზრდელისათა და ასუამს ყოველთა განკაფულთა წყურილისაგან! ვითარ ცხორებაჲ სიკუდილსა მიითუალავს, რომელი ცხოველ-ჰყოფს ყოველთა დაკლებულთა ცხოვრებისაგან! ვითარ გუერდსა ეგუმირების[106] ლახურითა, რომელმან-იგი მოწყლა სიკუდილი ლახურითა უხილავითა! ვითარ თავს იდებს სამ დღე სიკუდილსა, რომელი-იგი შთაჰფლავს სამარესა შინა სიკუდილსა და ხრწნილებასა და განჰჴსნის სამარით მდებარეთა საფლავსა შინა და მიჰმადლებს ცხოვრებასა და აღდგომასა მათ, რომელთა ჴორცნი ადამეანნი[107] მკუდრად მოაქუნდეს, მამულისა მისთჳს გარდასლვისა ადამისისა! ამას ყოველსა რაჲ ხედვიდე, მცირედჟამ ეგო განცჳბრებულად, არამედ არამრავალჟამ ორგულებდე, რამეთუ განვლის სულსა და გონებასა შენსა, ესოდენ საზარელთა მათ საქმეთა, მახჳლი, არამედ არა დაშთების მათ შინა, რამეთუ არცა აქუს ადგილი შენ შორის დადგრომისაჲ, მალიად განდევნულსა შენისა მაგის უთესლოდ მიდგომილებისა და მარადის ქალწულისა მშობელობისაგან, რომლისასა არარაჲ უსაზარელეს არს, ანუ კაცთათჳს ურწმუნოთა და უგულისჴმოთა უდაუჯერებელეს.[108]
ამისთჳსცა განცხადნებიან მრავალთაგან გულთა ზრახვანი, რომელთა-იგი ვერ ძალ-უც ხედვად უცხო სახეთა და საღმრთოთა საიდუმლოთა, რომლისა განცდად ვერ კმა არიან ზეცისა ძალნიცა. ამისთჳსცა დაეცემის ქადაგებაჲ ურწმუნოთაჲ და აღდგების და უხრწნელითა ცხოვრებითა განათლდების, რომელსა ჰრწმენეს შობილი შენგან და ქადაგებდეს მას ღმრთად პირითა თჳსითა და ღმრთისმშობლად გქადაგებდეს შენ, მშობელსა მისსა. ამისთჳსცა ჭეშმარიტებით შენგან შობილი ესე ქრისტე სასწაულად სიტყჳსსაგებელად დაიდვას მათთჳს, რომელნი ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ საიდუმლოთა მისთა, რომელნი-იგი დაეცნენ დაცემითა აღუდგომელითა, ვითარცა მიდევნებულნი ურწმუნოებისანი და ვერღარა აღდგენ აღდგომითა საცხორებელითა და ზეცად აღ[A 123r]მყვანებელითა, რამეთუ არა ჰრწმენა მათ ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა.
ესე რაჲ თქუა სჳმეონ, დადუმნა და მის თანა დაადუმა მპყრობელობაჲ შჯულისაჲ,[109] ვინაჲთგან იხილა მოწევნაჲ შჯულისმდებელისაჲ[110] და შჯულსა[111] ყოველსა აღმასრულებელისაჲ, რამეთუ მოვიდა ქრისტე, აღვსებაჲ და დასასრული შჯულისაჲ[112], და ვერ ვინ წინა-აღუდგების პავლეს განჩინებასა, ვინაჲცა საცხორებელ არს მორწმუნეთა, ხოლო დასაცემელ და წარსაწყმედელ - ურწმუნოთა ცნობითა.
ამისსა შემდგომად წარმოდგა ანნა საქმითა, ესე იგი არს დიდებად წოდებული სახელისდებითა, რომელი-იგი ფერჴითა მოხუცებულებრითა ვიდოდა, რამეთუ მოუწოდდა მას საიდუმლოჲ იგი აღმავსებელად წესსა წინაწარმეტყუელებისასა, რაჲთა ამანცა წინაწარმეტყუელებით წამოს, ვითარმედ აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი და წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე თჳსი, და ვითარმედ არღარა მპყრობელობაჲ შჯულისაჲ[113] დასდებდეს კაცთა ზედა ტჳრთთა მძიმეთა და ძნიად სატჳრთავთა, არამედ ყოველთადა განცხადებულ არს, ვითარმედ უღელი მადლისაჲ ტკბილ არს და ტჳრთი მისი - სუბუქ და ადვილად სატჳრთავ, და ვითარმედ არღარა წინაწარმეტყუელებდენ წინაწარმეტყუელნი ქრისტესთჳს, რამეთუ მოვიდა თჳთ თავადი იგი, მომბერველი მათდა წინაწარმეტყუელებისაჲ და წარმომავლინებელი მათი წინაწარმეტყუელებად, რომელსა ანნაცა ეტყოდა, წინაწარმეტყუელებისა მადლითა განბრწყინვებული, ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა ისრაელისასა, ვითარმედ აჰა, მიენიჭა მათ პირველ ღვთივმონიჭებული იგი ნუგეშინისცემაჲ, რაჟამს ყოველთა მჴსნელი მოვიდა და ყოველთა მაცხოვარი გამოჩნდა, რამეთუ ინება ჴსნაჲ ხატისა თჳსისაჲ და ცხოვნებაჲ დაბადებულისაჲ, რომელმან დაჰბადა და ამისთჳს ეწოდების ქრისტესა იესუ, რამეთუ იესუ მაცხოვრად გამოითარგმნების.
ესე ყოველი რაჲ ესრეთ ითქუმოდა სიტყჳთ და იქმნებოდა საქმით, განცჳბრებულ იყო ღმრთისმშობელი მარიამ და განკჳრვებულ იოსებ, გარნა ეგრეთცა წესი შჯულისაჲ[114] აღასრულეს, ვინაჲთგან აღმასრულებელი ყოვლისავე შჯულისაჲ[115], ქრისტე, მოვიდა და მისცა დაცხრომაჲ წესთა მათ შჯულისათა[116] და კუალად იქცეს ნაზარეთად, სადა-იგი მთავარანგელოზისა გაბრიელის მიერ იქმნა ხარებაჲ საცხორებელისა მისთჳს შობისა ქრისტესისა, რომელი იქმნა უთესლოჲთა მიდგომილებით, ვინაჲცა წინა-მოასწავა ანგელოზმან, შემდგომად შობისა ქალწულად დადგრომაჲ მშობელისაჲ და ყოველთა ჩუენებაჲ, ვითარმედ საცნაურ მხედველთა იქმნა მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და ნათელი გამოუბრწყინდა წარმართთა და ვითარცა სიმარ[A 123v]თლე ღმრთისაჲ და ჴსნაჲ გამოუჩნდა ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომელმან შემწყნარებელთა მისთა მოსცა დიდებაჲ საღმრთოჲ და დაუსრულებელი, ხრწნილებისა და განქარვებისაგან ყოვლადშეუხებელი. არამედ რაჲ-მე ჰნებავს გურიტთა ანუ რაჲსა სახედ მართუენი ტრედისანი შემოიყვანებოდეს, რომელთა-იგი სიონი იერუსალიმს მსხუერპლად ღმრთისა განჴორცილებულისა მიითუალვიდა, ანუ რომლისა მიზეზისათჳს თითოჲ იგი უღლეული თითოეულისა ნათესავისათჳს შეიწირვოდა, გარნა თუ ცხად-არს, ვითარმედ ვინაჲთგან მშობელი ღმრთისაჲ ქალწული ეგო ქალწულად, უეჭუელად მისგან შობილისათჳს ღმრთისა შესაწირავად მოეყვანნეს იგინი. რაჲსათჳს-მე, გარნა ამისათჳს, რამეთუ წმიდად შესწავებულ არიან ცხოველნი ესე, დაღაცათუ მფრინველთა დასისაგანნი არიან და არა ხოლო ესე, არამედ თითოეულსა ნათესავსა ორთავე ამათ მფრინველთასა თანაშეტყუებაჲ აქუს სათნოებათა თჳსებისაჲ და ამით აღემატებიან ყოველსა ბუნებასა მფრინველთასა, ვინაჲცა არა მცირედსა სარგებელსა მოატყუებენ მათ, რომელთა ძალ-ედვას სულიერთა ხედვითა გულისჴმისყოფაჲ მათი.
რამეთუ შჯულისა[117] იგი ბრძანებაჲ არა ხოლო წერილისა მიმართ დადგების, არამედ აქუსცა რაჲმე საიდუმლოჲ, რომელი ხილულთა ამათსა უბრწყინვალეს არს და ყოვლად შეუსწორებელ შუენიერებითა. ამისთჳსცა „წიგნი მოაკუდინებს“ მხოლოდ წერილისა ოდენ შედგომილთა, „ხოლო სული ცხოველ-ჰყოფს“* კეთილად მრწმუნებელთა სულისათა, რამეთუ უკეთუ განყო ვინმე ღონითა რაჲთმე, საჭურველი იგი წიგნისაჲ მიიწევის სიღრმედ და მიემთხუევის მას შინა მყოფსა საუნჯესა და მის მიერ განმდიდრდების დაუსრულებელად.
აწ უკუე წმიდა იყვნეს გურიტნი იგი და ტრედნი, ვითარცა პირველთქუმულ არს, გარნა თჳთვე ჰმატან ურთიერთას გურიტნი უწმიდესობითა, რამეთუ ესოდენ შეიტკბობენ სიწმიდესა, ვიდრემდის შეემთხჳოს თუ სიკვდილი ერთსა შეუღლვილთა მათგანსა, სხჳსა შეუღლვად არა თავს-იდებს დაშთომილი იგი, არამედ აღირჩევს ძჳრთა ქურიობისათა, ვიდრეღა თანაშეყოფასა სხჳსა მეუღლისასა. ხოლო ტრედნი თავისუფალ არიან მანკიერებისაგან და უცხო - სიბოროტისაგან. ამისთჳსცა ქრისტემან უმანკო უწოდა მათ სიმარტივისათჳს მათისა და ძჳრუჴსენებლობისა, ვითარ-იგი რაჟამს იდევნებოდინ ვისგანმე, კუალავ შემდგომად მცირედისა მისსავე მი[A124r]იქცეოდიან, ვითარ თუმცა არცა ერთი რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო მათდა, რომელი-ესე სასწაულ არს და მწუერვალ ფრიადისა უმანკოებისა და ლიტონობისა.[118]** ესრეთ არიან გურიტნი უკუე მარტოებისა[119] შემტკბობელ და უდაბნოჲსმოყუარე და შემკულ სიწმიდითა, ხოლო ტრედნი - უმანკო და კაცთმოყუარე. დაგარწმუნენ შენ ესე ტრედმან მან, რომელი ფრიად საჴმარ ეპოვა[120] ნოეს[121] კიდობანსა მას შინა, რაჟამს პირითა მოაქუნდა რტოჲ ზეთისხილისაჲ და მოასწავებდა წყალობასა უფლისასა და დაცხრომასა წყლითრღუნისასა ცხადად და ხილულად, ხოლო დაფარულად და საიდუმლოდ, ვითარ ესე მე ვჰგონებ, - მამისა სათნოყოფასა და სულისა წმიდისა ქალწულისა ზედა მოსლვასა, რომელი იქმნა უკუანაჲსკნელთა ჟამთა კაცთმოყუარეობით ქრისტეს ჴორციელად მოსლვისათა წყალობითა ღმრთისა მოწყალებათაჲთა, რამეთუ მწუხრი იყო, ოდეს-იგი მეორისა ადამის სხჳსა ნათესავთმთავრისა ნოესსა[122] მოიქცა ტრედი იგი, შემკული რტოჲთა ზეთისხილისაჲთა,* რომელი-იგი წინაწარმეტყუელებით წინა-მოასწავებდა უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქრისტეს ღმრთისა მიერ ჩუენდა მომართ ქმნილთა მოწყალებათა.
ესე[123] უკუე ჯერ-იჩინა ქრისტემან ტაძრად მომყვანებელთა მათ მისთა მიერ მის თანა მოყვანებითა გურიტთა და ტრედთაჲთა, რაჲთა აჩუენოს არა ხოლო მომყვანებელთა, არამედ შემწყნარებელთაცა და მიმგებელთა მისთა, რაჲთა მათ თანა აქუნდენ ნაყოფი სიწმიდისა და უმანკოებისანი, რომლითა ახარონ ქრისტესა დამბადებელსა, მოსრულსა ცხოვრებად მათდა სიმრავლითა მოწყალებათა თჳსთაჲთა, რაჲთა ესრეთ იხილოს და უხაროდის და წადიერებით შეიწყნარნეს მიმგებელნი მისნი. რამეთუ არარაჲთა ესრეთ მოიმადლების ღმერთი, ვითარ ქონებითა სიწმიდისაჲთა და სრულებითა უმანკოებისაჲთა. კეთილ-არს უკუე მარტოდმყოფობაჲ და მეუდაბნოებაჲ, მსგავსად გურიტთაჲსა, ვითარცა ჴსნილი ყოვლისაგან შერყეულებისა ვნებათაჲსა და ძალისაებრ ღმრთისა და ოდენ შემშჭუალული, რაჟამს ყოვლად არღარაჲ აქუნდეს მი-მო-მაზრუნვებელი და შფოთთა მიმართ სოფლისათა მი-მო-დამაბნეველი[124], რომელთა მიმართ ითქუმის ჴმითა მგალობლისაჲთა: “მოიცალეთ და ცანთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი”, ** რომელსა მარადის საყუარელ უჩნს, რაჲთა მის მხოლოჲსა შემშჭუალულთა გამოუჩნდეს და მიჰმადლოს მათ ცნობაჲ განმანათლებელისა მის სიწმიდისაჲ.
კეთილ-არს მისაბაძებველად სიმშჳდეცა იგი ტრედთაჲ და ზიარებით სიყუარული ურთიერთას, რომელსა უკუეთუ ვინმე წარმართებად შეუძლოს და თანალმობილი წყალობაჲ მოიგოს მოყუსისა მიმართ, მის კაცთმოყუარებასა ება[A 124r]ძვოს, რომლისა მიერ მიემადლების კაცთა დაბადებული იგი და უმახლობელესი მსგავსებაჲ ღმრთისაჲ. გარნა რაჲ-მე იყო მრჩობლობაჲ იგი მფრინველთა შეწირვისაჲ, არამედ ესე,რამეთუ ესრეთ უბრძანებდა შჯული[125] შეწირვად, ვინაჲთგან ერთი და იგივე არს ქრისტე, ორითა ბუნებითა ცნობილი და ორთაგან სრულთა ბუნებათა საცნაურქმნილი თჳნიერ განყოფისა, გინა შერევნისა ღმრთეებისა და კაცებისა, რომელთაგან შეიერთა ერთგუამად ორითა ბუნებითა და კუალად, რამეთუ ჩუენ, კაცნიცა, ორთაგან შეერთებულ ვართ, ჴორცთა ვიტყჳ და სულისა, და სულ ვართ და ჴორც, ვინაჲთგან ამას გამოჰსახავს ორობაჲ იგი მფრინველთჲ, რაჲთა ჩუენ ორითავე ვიქმოდით კეთილსა და არა ერთკერძო ქმნითა სათნოებისაჲთა მკელობელ ვიყვნეთ მეორითა კერძითა და დავაკლებდეთ სათნოებისა ბრწყინვალებასა. და ამისდა სწავლად იტყოდა უფალი, რომელი-იგი მომცემელად და სრულმყოფელად ყოვლისა სათნოებისა საცნაურქმნილ არს, - „იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“,* რამეთუ უსრული და აღუვსებელი ნუუკუე და ღმრთისა მიერცა შეუწყნარებელ არს.
ესე რაჲ გჳცნობიეს ჩუენ, საყუარელნო, ესრეთ მივეგებვოდით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ჩუენ თანა გუეტჳრთოს სიწმიდე და უბიწოებაჲ, მორთუმაჲ უმანკოებისაჲ, ქონებაჲ უქორწინებლობისაჲ, ვინაჲცა განვაშორნეთ თავნი ჩუენნი შფოთებათაგან და ზრუნვათა და სიწმიდით შევწირნეთ იგინი ღმრთისა ჩუენ თანა ქონებითა სიმშჳდისა წესთაჲთა, რაჲთა დაყუდებისა თანა მოყუარულცა ვიყვნეთ და თანაზიარ ურთიერთას, თანალმობით ყოველთა მიმართ და ყოველთა თანა გუაქუსმცა ზეთი[i] მოწყალებისაჲ, რომლისა სახე იყო რტოჲ იგი[126] ზეთისხილისაჲ, ნოვესზე მოღებული ტრედისა მიერ.[127]
ესრეთ მივეგებვოდით ქრისტესა, ესრეთ შევიწყნაროთ მომავალი ჩუენდა, ესრეთ ღმრთივშუენიერად მივიქუათ წიაღთა სულისა ჩუენისათა; აღუვარებდეთ მას სიტყჳთა წინაწარმეტყუელებრითა და უგალობდეთ მისსა მიერ[128] ჩუენდა მომართ მოსლვასა; პატივს-ვსცემდეთ მისსა მას მიერ ჩუენდა თანალმობასა, თანალმობითა მოყუასთა მიმართ, რაჲთა სასუფეველსა ზეცისასა მივემთხჳნეთ, ვითარცა ჴმამაღლად ქადაგნი ღმრთისა წყალობათანი, და საუკუნეთა კეთილთა მიმღებელ ვიქმნნეთ მის თავადისა ქრისტეს მიერ, მჴსნელისა და მაცხოვრისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა თანა ყოვლადსახიერსა მამასა და ყოვლადწმიდასა სულსა დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.