წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
სერბეთის ეკლესია
03.18.2021 03 სთ 411

უწმიდესი

პორფირი

მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა

 

დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს, ბეჩეში, სერბეთში. 1985 წელს, დეჩანის მონასტერში, მისმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (ბულოვიჩე) აღკვეცა მონაზვნად. 

1986 წელს დაასრულა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. 

იმავე წელს რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა პავლემ (სტოიჩევიჩი) ხელი დაასხა დიაკონ-მონაზვნად. 

1990 წელს დაასრულა ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი ახალი აღთქმის მიმართულებით. 

1999 წლის 14 მაისს, სამღვდელმთავრო კრებაზე, ბელგრადში, გამოირჩიეს ეგერის ტიტულარულ ეპისკოპოსად, ბაჩის ეპარქიის ვიკარიუსად. მისი ქიროტონია შედგა 13 ივნისს.

2004 წელს ათენში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,წმინდა პავლე მოწიქულთან ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა წმინდა იოანე ოქროპირის განმარტების მიხედვით".

2014 წლის 24 მაისს, სამღვდელმთავრო კრებაზე დაადგინეს ზაგრებისა და ლუბლიანის მმართველ მღვდელმთავრად და აღამაღლეს მიტროპოლიტის ხარისხში.  

საუბრობს ბერძნულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.