წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
"სასიამოვნო სანახავია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარების ხილვა!"
06.23.2021 10 სთ 653

უკრაინის მე-5 პრეზიდენტი, პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი, პეტრო პოროშენკო, რომელიც თურქეთში იმყოფება, პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. 

"მე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უფლისადმი დიდი რწმენის, უკრაინისადმი დიდი რწმენისა და სიყვარულის გამო", - განაცხადა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკომ მონაწილეობა მიიღო სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიაში, რომელიც წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა ბართლომემ აღავლინა. 

"ჩვენ ბედნიერნი ვართ მივესალმოთ პატივცემულ ბატონს და ერთად აღვავლინოთ ლოცვები ჩვენს ტაძარში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულია სულთმოფენობის. ეს არის აღდგომიდან 50-ე დღე. სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ ერთობლივი ძალისხმევით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მივანიჭეთ ავტოკეფალია. ძალიან მახარებს იმის ხილვა თუ როგორ იზრდება, ვითარდება ახალი ეკლესია", - თქვა მსოფლიო პატრიარქმა. 

მან აღნიშნა, რომ აგვისტოში გეგმავს უკრაინაში სტუმრობას. 

"ვმადლობთ უფალს და მოუთმენლად ველი აგვისტოში უკრაინაში სტუმრობას, რათა უკრაინელებთან ერთად ვიზეიმო უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავი. მოხარულნი ვართ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდეთ უკრაინის წმინდა მიწაზე, რომელიც გაქრისტიანდა კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი დედა-ეკლესიის ძალისხმევისა და მისიონერობის შედეგად".

"ვუგზავნი ლოცვა-კურთხევასა და მისალმებას ყველა ადამიანს უკრაინაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. უფალმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელები", - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.  

 

წყარო - https://bit.ly/3j28MO3