წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
05.20.2021 23 სთ 421

 

უწმიდესი და უნეტარესი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

 

ერში - ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი.

დაიბადა 1933 წ. 4 იანვარს ქ. ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი).

1952-56 წ.წ. სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში.

1956-60 წ.წ. მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წ. 16 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად.

1957 წ. აპრილს ხელი დაასხეს დიაკვნად.

1959 წ. 10 მაისს ხელი დაასხეს მღვდლად.

1960 წ. 19 დეკემბერს აღყვანილია იღუმენის ხარისხში.

1961 წ. 16 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წ. 26 აგვისტოდან ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.

1963-70 წ.წ. მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორია

1970-72 წ.წ. მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი.

1967 წ. 1 სექტემბრიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.

1969 წ. 15 მაისს აღყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში.

1977 წ. 23 დეკემბერს XII ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1977 წ. 25 დეკემბერს შედგა პატრიარქის ინტრონიზაცია.

1978-83 წ.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.