უნეტარესი
დანიელი
მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა და დობრუჟისა
და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა
დაიბადა 1951 წ. 22 ივლისს რუმინეთში.
1970-74 წ.წ. სწავლობდა ღვთისმეტყველების ინსტიტუტში, ამის შემდეგ ჩაირიცხა სტრასბურგის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ფიბურგის უნივერსიტეტში.
1979 წ. მიენიჭა სტრასბურგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1980 წ. მიენიჭა ბუქარესტის ღვთისმეტყველების ინსტიტუტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1990 წ. 4 მარტს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.
2007 წ. 12 სექტემბერს აირჩიეს პატრიარქად.
2007 წ. 30 სექტემბერს შედგა ინტრონიზაცია.