წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
როცა ბოროტება სულს გიშფოთებს და სასოს გართმევს, გაიხსენე, რა უსაზღვროდ უყვარხარ ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერ ღმერთს, რომელიც დრომდე ითმენს ბოროტებას და როცა ჟამი დგება, საკადრისად სჯის მას. შენ შენი
01.13.2021 12 სთ 302

"როცა ბოროტება სულს გიშფოთებს და სასოს გართმევს, გაიხსენე, რა უსაზღვროდ უყვარხარ ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერ ღმერთს, რომელიც დრომდე ითმენს ბოროტებას და როცა ჟამი დგება, საკადრისად სჯის მას. შენ შენი თავისთვის, შენი გვამის ერთი ასოსთვის - ენისათვის ვერ მოგივლია, ჰოდა, განსაჯე, ვინ უნდა იყოს ის, ვინც მთელ მსოფლიოს მართავს, ვინც მას ამ საოცარ წესრიგში ამყოფებს, განაგებს ადამის მთელ მოდგმას, ბოროტსა და დაცემულს, მიუხედავად ამისა, მაინც კეთილდღეობის ხელმწიფებას უმკვიდრებს და აძლევს მათ. ო, რა ყოვლადბრძენი და ძლიერია იგი ამ მრავალფეროვანი სიმრავლის მართვისას! ჰოდა, მიენდე, მიენდე მას."

წმ. იოანე კრონშტადტელი
წიგნიდან "ჩემი ცხოვრება ქრისტეში"