უნეტარესი
საბა
მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა
ერში - მიხეილ გრიცუნიაკი.
დაიბადა 1938 წ. 15 აპრილს პოლონეთში.
1957 წ. დაამთავრა სასულიერო სემინარია.
1961 წ. დაამთავრა ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, მაგისტრის ხარისხით.
1964 წ. ხელი დაასხეს დიაკვნად.
1966 წ. აღიკვეცა მონაზვნად. ამავე წელს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად.
1970 წ. აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.
1979 წ. 25 ნოემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.
1987 წ. ებოძა მთავარეპისკოპოსობა.
1998 წ. 12 მაისს წმინდა სინოდმა აირჩია პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად.
1998 წ. 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა მისი ინტრონიზაცია.