წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
პატრიარქმა კირილემ მიტროპოლიტი ონოფრე დააჯილდოვა
06.23.2021 10 სთ 839

მოსკოვის პატრიარქმა კირილემ მღვდელსახურების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წინამძღვარი, მიტროპოლიტი ონოფრე წმ. სერაფიმე საროველის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

"30 წელზე მეტია რაც თქვენ სამღვდელმთავრო საქმიანობას ეწევით უკრაინაში. იცავთ რა ქრისტეს მეტყველ ცხვრებს განხეთქილებისა და საცდურისგან (რომ. 16, 17), დამაჯერებლად მოწმობს  მართლმადიდებლური რწმენის მშვენიერებაზე. 

ამ დროისთვის თქვენი ბრძნული მმართველობით ჭეშმარიტად ბევრი რამ გაკეთდა საეკლესიო ცხოვრების განვითარებისთვის: რესტავრაცია ჩაუტარდა და აშენდა ახალი ეკლესიები, აღდგა მონასტრები. ხორციელდება საგანმანათლებლო, კატეხიზატორული და სოციალური მსახურებები. თქვენ ღია ხართ სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის წარმომადგენლებთან დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის", - ვკითხულობთ პატრიარქ კირილეს მიმართვაში.

 

წყარო - https://bit.ly/3qgLlSU