25 მაისს, დამასკოში,ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა, უნეტარესმა იოანე X –მ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა.
რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა დუმის წევრი და რუსეთ-სირიის საპარლამენტო ურთიერთობების კომიტეტის კოორდინატორი დიმიტრი საბლინი. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ რუსეთის ელჩი სირიაში ალექსანდრე იაფიმოვი და სირიის სახალხო კრების წევრთა ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს, იოანე X-მ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. "პრეზიდენტს", ასლან ბჟანიას უმასპინძლა.