წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ოხრიდის ეკლესია ავტოკეფალიის ეკლესიის მოლოდინში
03.15.2023 23 სთ 71

ოხრიდის სამთავარეპისკოპო და ჩრდ. მაკედონიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსის მოლოდინშია.

2023 წლის 13 მარტს ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტი სტევი პენტაროვსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ეწვია. შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს ავტოკეფალიის თემაც განიხილეს. როგორც ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, მსოფლიო საპატრიატქო მართლმადიდებლობის უმაღლესი ინსტიტუციური უწყებაა, რომელიც ოხრიდის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების კომპეტენციას ფლობს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის ადრინდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების პროცედურა მსოფლიო საპატრიარქოს უკვე დაწყებული აქვს.

ამ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ავტოკეფალიის ტომოსის მიღების ერთადერთი კანონიერი გზა მისი მსოფლიო საპატრიარქოსგან მიღებაა. ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ, როგორც სახელმწიფო და როგორც ეკლესია, ველოდებით მართლმადიდებლობის უმაღლესი ინსტიტუციური უწყებისაგან, რომ მოგვანიჭოს ოფიციალური დოკუმენტი ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ".