ჩერკასისა და კანევის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ (მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) ისაუბრა იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდოთ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან მას შემდეგ, რაც იტალიის მიტროპოლიტმა და სამხრეთ ევროპის ეგზარქოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსი) პაპ ფრანცისკეს თავისი პატრიარქი უწოდა და განაცხადა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების სრული ერთიანობის მიღწევაზე უახლოეს მომავალში.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ოფიციალური ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
"ამის გამო პანიკას არ უნდა აყვნენ უკრაინელი, რუსი, მოლდაველი, სერბი, რუმინელი, ქართველი, ბულგარელი, ჩეხი და ა.შ. მორწმუნეები, რომლებიც მიეკუთვნებიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან ფანარი უბრალოდ განაცალკევებს თავს მართლმადიდებელი ეკლესიისგან და ამასთანავე ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს მას.
პირველ რიგში ნერვიულობა მართებთ ბერძნული სამყაროს წარმომადგენლებს: ათონელ მონაზვნებს; ბერძენ მართლმადიდებლებს საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ალექსანდრიის ეკლესიიდან, ამერიკის ბერძნული დიასპორიდან, იმიტომ რომ სწორედ ისინი არიან მეტნაკლებად საფრთხის ქვეშ, რადგანაც ერთ დილას შეიძლება ვატიკანმა და ფანარმა განაცხადონ "ქრისტიანობის ეპოქალური გაერთიანების" და რომის პაპთან თანაზიარების შესახებ".
წყარო - https://bit.ly/3gsdVx6 / https://bit.ly/3gopwNH