მთაშავეთის პრემიერ-მინისტრმა ზდრავკო კრივოკაპიჩმა, რომელმაც უარი თქვა სერბეთის საპატრიარქოსთან ბელგრადში ხელი მოეწერა "ფუძემდებლური" შეთანხმებისათვის, 29 მაისს კოალიციური პარტნიორები - პროსერბული დემოკრატიული ფრონტის ლიდერები, ხელისუფლების დამხობის სურვილში დაადანაშაულა.
29 მაისს, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოში ვიზიტის დროს, სადაც მღვდელმთავართა კრება იმართებოდა, კრივოკაპიჩმა წინასწარშეთანხმებულ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა.
"მედიამ სერბეთისა და მონტენეგროს მოსახლეობას ჩემი თავი წარუდგინა, როგორც მთელი სერბეთის, მონტენეგროსა და ახლა უკვე ეკლესიის მოღალატედ", - განაცხადა მთაშავეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს მხოლოდ და მხოლოდ მონტენეგროში.
შეგახსენებთ, რომ მონტენეგროს პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში სერბეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას. მისი თქმით, ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს მონტენეგროს ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. მთაშავეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნაციონალური ეკლესია ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეროვნების მართლმადიდებლის გაერთიანებას.
წყარო - https://bit.ly/3i57Fgd