წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ლავროვი: აშშ კონსტანტინეპოლის პატრიარქს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყენებს
05.25.2021 10 სთ 524

აშშ "მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ" არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ რელიგიურ სფეროშიც, - ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა მოსკოვში გამართულ მარათონზე - "ახალი ცოდნა" განაცხადა.

 

"მართლმადიდებლობაზე, არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობაზე მიდის შეტევა. ამისთვის იყენებენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს. ადამიანი აბსოლუტურად არ არის დამოუკიდებელი. უკვე ნათელია, რომ ეს არის ინსტრუმენტი მათ ხელში, ვისაც სურს მართლმადიდებლობის პოზიციების შერყევა", - თქვა ლავროვმა.

ასევე მან განაცხადა, რომ "რუსეთის სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში", მაგრამ იქვე გასცა დაპირება, რომ არავის მისცემენ უფლებას "ჩაერიონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში", ასევე "დაიცავენ მართლმადიდებელ ერთმორწმუნეებს სხვა ქვეყნებიდან".

 

წყარო - https://bit.ly/3yKDiBN