უნეტარესი
ქრიზოსტომოს II
მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა
დაიბადა 1941 წ. 10 აპრილს სოფ. ტალაში, პაფოსის მახლობლად.
სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში.
1963 წ. დაამთავრა პაფოსის გიმნაზია.
1963 წ. 3 ნოემბერს ხელი დაასხეს დიაკვანმონაზვნად.
1968-72 წ.წ. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
1972 წ. აირჩიეს წმ. ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად.
1972 წ. 12 ნოემბერს ხელი დაასხეს პრესვიტერად და მაკარიოს III -მ აღიყვანა იღუმენის ხარისხში.
1978 წ. 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა.
2006 წ. 5 ნოემბერს აირჩიეს მთავარეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა.
2006 წ. 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II -ის ინტრონიზაცია.
ანგელოზის დღე 13 ნოემბერი.