წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
კრემლისთვის მომგებიანია გააჩნდეს მოსკოვის საპატრიარქო
07.20.2021 12 სთ 840

რელიგიის თავისუფლების საკითხზე გამართულ საერთაშორისო სამიტში თემაზე "რელიგიური ნაციონალიზმის ზრდა", მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ. მისი მოხსენება შეეხო რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებას რუსეთის სახელმწიფოსთან. 

თავის გამოსვლაში ის მიუთითებდა "რელიგიურ ნაციონალიზმზე", რომელიც მისი თქმით, მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კრემლისთვის მომგებიანია გააჩნდეს მოსკოვის საპატრიარქო სსრკ -ს ყოფილ ტერიტორიაზე. მაშინაც კი, როდესაც რუსეთის ფედერაცია გარდაიქმნა იმ ფორმით, როგორიც დღეს არის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობდა აღედგინა თავისი პოზიცია საზოგადოებაში. მთავრობის მხარდაჭერა და მასთან თანამშრომლობა გახდა საფუძველი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი დიდების დაბრუნებისა. თუმცა სწორედ სახელმწიფოსთვის გახდა მომგებიანი აღდგენილი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი "რელიგიური ნაციონალიზმი". მოსკოვის საპატრიარქო მოდებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის დიდ ტერიტორიაზე, კერძოდ ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში. 

ყველასთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობა. 

მოსკოვის საპატრიარქოს ქსელის გამოყენებით რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა ეძლევა გავლენა მოახდინოს ახალ ეროვნულ სახელმწიფოებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნენ, - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა. 

 

წყარო - https://bit.ly/3hQGd5d