წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
კოსოვოში მორწმუნეებს ემუქრებიან - სერბეთის საპატრიარქო
06.15.2021 16 სთ 777

"კოსოვოელი ალბანელი პოლიტიკოსების პროვოკაციული განცხადებები, პროტესტი და მუქარისშემცველი ნახატები ქ. პრიშტინას ქრისტე მაცხოვრის ტაძრის კედლებზე ამაღლების სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, მოწმობენ რეგიონში ვითარების გაუარესებაზე, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლების სფეროში და აღვივებს სიძულვილს", - განაცხადა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რაშსკო-პრიზრენის ეპარქიამ.

ამაღლების დღესასწაულზე, პირველად კოსოვოს კონფლიქტის დაწყებიდან 23 წლის შემდეგ, ქ. პრიშტინას ქრისტე მაცხოვრის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსი თეოდოსი უძღვებოდა. კოსოვოს ალბანურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს მომხდარი, ხოლო ქ. პრიშტინას მერობის კანდიდატმა, დაუტ ხარატინაიმ, "კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის" სახელით ლიტურგიას კოსოვოს მოქალაქეების შეურაცხყოფა და პროვოკაცია უწოდა. 

პარასკევს დილით ტაძრის კედლებზე სერბების მისამართით შეურაცხმყოფელი გრაფიტი გაჩნდა, ხოლო ტაძრის წინ კოსოვოელმა ალბანელმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

 

წყარო - https://bit.ly/3gpsD8g