წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადება
03.08.2023 20 სთ 158

მიმდინარე წლის 6 მარტს, ვალუკლის ცხოველმყიფელი წყაროს მონასტერსა და 7 მარტს, საპატრიარქოს შენობაში, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გეგმიური სხდომები გაიმარყა მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით. ვალუკლიში ჩატარრებუკ სხდომას ასევე ესწრებოდნენ ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი გიორგი და მასთან ერთად კონსტანტინოპოლში ვიზიტად მყოფი კიტიოსის ეპისკოპოსი ნექტარიოსი და კონსტანტიის ეპისკოპოსი ვასილი, გასახსენებლად და განსაახლებლად ძველი და მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიაში დამკვიდრებული ენდემუსა კრების ინსტიტუტისა; ისევე როგორც ეს მოხდა სამი ათწლეულის წინათ, კვიპროსის ნეტარხსენებული მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორის ვიზიტისას. თავდაპირველად ჩვენმა პატრიარქმა და უნეტარესმა მთავარეპოსკოპოსმა, შემდეგ კი სინოდის ახალ მღვდელთმთავართა შორის უპირატესმა, ბრიულონის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა, როგორც ახალი სინოდალური პერიოდის დაწყებისთვისაა ჩვეული, ურთიერთშორის გულითადი მისალმებები გაცვალეს. სინოდის ორივე სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი და მათ შესახებ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. დასასრულს კი მის ყოვლადუწმინდესობასა და დერკონოს მიტროპოლიტ აპოსტოლოსს შორის წარმოთქმულ იქნა დიდიბდა წმინდა ორმოცეულის დაწყებისათვის შესაბამისი დალოცვები, რათა ქრისტეშვენიერად განვლოთ და მივაღწიოთ მის დასასრულს - უფლის წმინდა ვნებებისა და აღდგომის პატიოსან დღეებს. საპატრიარქო, 7 მარტი, 2023. წმინდა სინოდის მთავარი სამდივნო