წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
კიევის სოფიას ტერიტორიაზე მეცნიერებმა მიწისქვეშა ლაბირინთები აღმოაჩინეს
07.06.2021 21 სთ 662

კიევში, სახელმწიფო ნაკრძალის - კიევის სოფიას ტერიტორიაზე, უნიკალური გათხრები დაიწყო. არქეოლოგებმა ჩვენს დრომდე შესანიშნავად შემორჩენილი მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს.

გათხრები მიმდინარე წლის მაისში მას შემდეგ დაიწყო, რაც გრუნტი ჩავარდა და მანქანა ჩაიყოლა. ცნობილი არქეოლოგები მაშინვე შეუდგნენ მუშაობას და დაადგინეს, რომ მიწისქვეშა გამოქვაბულები ჯერ კიდევ 1916 და 1970 წლებში შეისწავლეს. 

1916 წლების გათხრებმა ბევრი ლეგენდა დაბადა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად ამ გამოქვაბულებში იაროსლავ ბრძენის განძი ინახება. 

არქეოლოგის, ტიმურ ბობროვსკის თქმით, მიწისქვეშა ნაგებობები შესანიშნავად არის შემონახული. იგი სოფიის ტაძრის მე-17 საუკუნის ერთადერთი ნაგებობაა. სწორედ ამ ეპოქაში დაიწყო უკრაინის ნაციონალური სიწმინდის ხელახალი აღორძინება. 

 

წყარო - https://bit.ly/3dPawqG  /   ვიდეო - https://bit.ly/2Ty37oV