ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ხერსონში (სამხრეთ უკრაინა) რამდენიმე საათში "წამოიზარდა". ტაძარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პენოპლასტისგან ააშენეს, რომელსაც შემდეგ ცემენტის მყარი ფენით გაამაგრებენ.
ეპარქიაში მშენებლობას საპილოტე პროექტი უწოდეს. თუკი მცდელობა გაამართლებს, მომავალში სადაც საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელი იქნება ასეთი მსუბუქი და იაფი სატაძრო ნაგებობების აღმართვა.
წყარო - https://bit.ly/2SQCfQp / ტაძრის აშენების ვიდეო - https://bit.ly/36iVPb3