წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ისინი არ არიან სამღვდელო პირები, არამედ ერის ადამიანები
07.20.2021 12 სთ 830

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, «Россия 24» -ის ეთერში ისაუბრა იმის შესახებ თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებთან.

"ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მარტივი პასუხი, რომელსაც ოფიციალურად ვაჟღერებთ: "ესენი არ არიან მღვდელმსახურები, ესენი საეროები არიან, ადამიანები, რომლებმაც ჩაიცვეს სამღვდელო შესამოსლები და თავი გამოაცხადეს მღვდელმსახურებად. იქ არიან ისეთებიც, რომლებმაც თავი მთავარეპისკოპოსებად და მიტროპოლიტებად გამოაცხადეს, მაგრამ მათ არ მიუღიათ კანონიკური ხელდასხმა. ამიტომ ისინი არავითარი მღვდელმსახაურები არ არიან. ისინი არიან თვითმარქვიები, რომლებმაც უკანონო გზით მიაკუთვნეს თავებს სამღვდელო ხარისხი, ხოლო შემდეგ მათი ლეგიტიმაცია მოახდინა კონსტანტინეპოლმა. ვინაიდან კონსტანტინეპოლი წარმოადგენს ე.წ. "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" უმაღლეს არბიტრს, თავად კონსტანტინეპოლი უნდა გაერკვეს ყველაფერში რაც იქ ხდება. ჩვენთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს! კანონიკურ მართლმადიდებლობასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს!"

 

წყარო - https://bit.ly/3hSXqLz