წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას... სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი...
01.28.2021 14 სთ 445

"იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას...

სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი...

სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა...

სიყვარული ნიშების მომცემელია...

სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია...

სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის წყარო ამოვა, დასწვავს მწყურვალს...

სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა...

სიყვარული მარადიული წინსვლაა...

სიყვარული ღმერთია..."

 

წმ. იოანე სინელი, წიგნიდან "კლემაქსი, ანუ კიბე" თ. 30