წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
იერუსალიმის ეკლესია
05.20.2021 23 სთ 319

უნეტარესი

   თეოფილე III

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი

 

ერში - ილია იანოპულოსი.

დაიბადა 1952 წ. საბერძნეთში.

1964 წ. ჩააბარა იერუსალიმის საპატრიარქო სკოლაში, რომელიც 1970 წ. დაამთავრა.

1970 წ. 28 ივნისს იერუსალიმის პატრიარქმა ბენედიქტემ აღკვეცა მონაზვნად სახელით თეოფილე.

1970 წ. 1 ივლისს იორდანიის მთავარეპისკოპოსმა ბასილიმ ხელი დაასხა დიაკვნად.

1975 წ. იეროპოლელმა მთავარეპისკოპოსმა დიოდოროსმა ხელი დაასხა პრესვიტერად.

1975 წ. იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სასწავლებლად გაიგზავნა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.

1978 წ. აღყავილია არქიმანდრიტის ხარისხში.

1991-96 წ.წ. იყო გალილეის კანაში წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მინასტრის იღუმენი.

2004 წ. დაინიშნა მაცხოვრის საფლავის უფროს მცველად და აირჩიეს იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრად.

2005 წ. 14 თებერვალს ხელი დაასხეს მღვდელმთავრად და აირჩიეს თაბორის მთავარეპისკოპოსად.

2005 წ. 22 აგვისტოდან არჩეულია იერუსალიმის პატრიარქად.