წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
გოდება და ვედრება ქრისტესადმი თავისა თვისისათვის
02.06.2021 20 სთ 335
გოდება და ვედრება ქრისტესადმი თავისა თვისისათვის
 
 
მოვტყუვდი, ქრისტე, ფრიად მაღლა ვისწრაფე
გარდარეულად მინდობითა შენითა.
უფსკრულს შთავვარდი, კუალად აღმომიყვანე,
რამეთუ თავით თვისით ვარ შეცთომილი.
და თუ მიხილო მეტად აღზევებული,
კუალად დავეცე დაცემით უმძიმესით.
თუ შემიწყალებ და დამიხსნი, ცხოველ ვარ,
ხოლო თუ არა - მარადის წარწყმედული.
დაიშრიტება ნუთუ წყალობა შენი
მართ ოდენ ჩემთვის - ღელვა-გვემულისათვს?
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
 
ძველი ბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ბუზარაშვილმა
”ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I, 1994 წ.