წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
დავაბრუნოთ ამერიკა ღმერთთან!
07.20.2021 10 სთ 725

იმის ფონზე, რომ აშშ -ს მსხვილი ბანკები მხარს უჭერენ აბორტს, ავსტრალიელ-ამერიკელმა ბაპტისტი, მოტივაციური ორატორი, ნიკ ვუიჩიჩი, გახდა სიცოცხლის მხარდამჭერი ბანკის (ProLife Bank) თანადამფუძნებელი, რომელიც დააფინანსებს სიცოცხლის მხარდამჭერ პროექტებს.

 

ნიკ ვუიჩიჩი 38 წლისაა. ის ტეტრა-ამელიის სინდრომით დაიბადა, რომელსაც კიდურების არარსებობა ახასიათებს. მიუხედავად ამისა, მან დაამთავრა კოლეჯი 21 წლის ასაკში. იგი არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არაკომერციული ორგანიზაციისა "ცხოვრება კიდურების გარეშე". დაწერა რამდენიმე წიგნი, რომლებიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. 

 

როდესაც ბესტი გრეიმ, მისმა "სულიერმა დედამ" შესთავაზა ბანკის დაფუძნება, ნიკმა 3 თვე ითხოვა, რათა ცოლთან ერთად ელოცა და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ პერიოდში სულიერი ბრძოლები გადაიტანა. 

"ჩემი სამყარო ამოტრიალდა, - სახლში "ნაღმი" გვქონდა. ჩემზე გეი ჟურნალში გამოქვეყნდა ცრუ სტატია იმის შესახებ, თითქოს მე ვიღაც სამსახურიდან გავათავისუფლე მხოლოდ იმის გამო, რომ ჰომოსექსუალი იყო. ვიღაცისგან მქონდა მუქარა, რომ ჩემ წინააღმდეგ სარჩელი შევიდოდა საერთაშორისო დონეზე. ჩემი სახლის ირგვლივ მუდმივად ტრიალებდა უპილოტო საფრენი (ე.წ. "დრონი). და ეს ყველაფერი აღნიშნული ლოცვიდან 16 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

აშშ -ში 77 000 000 აბორტი გაკეთდა. ეს ჩვენი მოსახლეობის 23 % -ია. ყოველმა მე-3 ქრისტიანმა გაიკეთა აბორტი. მე გავაკეთებ ჩემ საქმეს, რათა ვთქვა: "თქვენ არ გაქვთ უფლება უთხრათ ადამიანებს, რომ აბორტების ნახევარს ქრისტიანები იკეთებენ!"

 

ვუიჩიჩი მოუწოდებს ქრისტიანებს იაქტიურონ ქალაქების თვითმმართველობებში, სკოლების საბჭოებში და სხვა ადგილობრივ პოლიტიკურ კომიტეტებში, რათა ამერიკა დააბრუნონ ღმერთთან".

 

წყარო - https://bit.ly/2VvbDpd