წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ჭეშმარიტ და უეჭველ სიყვარულს ახასიათებს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ყოველი ძმის გადარჩენის წადილი.
03.08.2021 20 სთ 346

****

 შევიჭურვოთ სიმართლის საჭურველით და თავდაპირველად საკუთარ თავს ვასწავლოთ უფლის მცნებით სიარული (IV თავი).

****

დიაკვნები, როგორც ღვთისა და ქრისტეს მსახურნი, უმწიკვლონი უნდა იყვნენ არა ადამიანთა, არამედ მისი სამართლის წინაშე (V თავი).

****

ყმაწვილებიც უმწიკვლონი უნდა იყვნენ ყველაფერში, უპირველეს ყოვლისა კი უნდა ზრუნავდნენ უბიწოებაზე და შეიკავონ თავი ყოველგვარი ბოროტებისაგან. ვინაიდან კარგია განშორება ამქვეყნიურ გულისთქმათაგან, რადგან ყოველი გულისთქმა სულიწმინდის წინააღმდეგ იბრძვის ( V თავი) .

****

მღვდლები უნდა იყვნენ გულმოწყალენი და ლმობიერნი ყველას მიმართ, მოაქციონ შეცთომილნი, მოინახულონ ყველა უძლური და არ უგულებელყონ ქვრივი, ობოლი ან გლახაკი, არამედ მუდმივად ზრუნავდნენ სიკეთეზე ღვთისა და ადამიანთა წინაშე, თავი შორს ეჭიროთ ყოველგვარი მრისხანების, თვალთმაქცობისა და უსამართლო გადაწყვეტილებისაგან, განერიდონ ყოველგვარ ვერცხლისმოყვარებას, არ იყვნენ მალემრწმენნი ვინმეს წინააღმდეგ , არ იყვნენ მკაცრნი სააამართლოზე, არამედ იცოდნენ, რომ ცოდვის ვალი ყველას გვაწევს (VI თავი)

****

ის, ვინც უფლის სიტყვებს გამოიძიებს სსკუთარ გულისთქმათა მიხედვით და იტყვის , რომ არც აღდგომა არსებობს და არც სამსჯავრო, იგი სატანის პირმშოა. ამიტომ, მივანებოთ თავი მრავალთა ამაოებას და ცრუმოძღვრებებს და მივუბრუნდეთ დასაბამიდან ჩვენთვის გადმოცემულ სიტყვას, ვიფხიზლოთ ლოცვებში, ერთგულად გავაგრძელოთ მარხვათა შენახვა და ლოცვებით შევევედროთ ყოვლისმჭვრეტელ ღმერთს, ნუ შეგვიყვანს ჩვენ განსაცდელში (თავი VII)

 ****

ჭეშმარიტ და უეჭველ სიყვარულს ახასიათებს არა მხოლოდ საკუთარუ თავის, არამედ ყოველი ძმის გადარჩენის წადილი.

 

პროკონსული დაჟინებით უმეორებდა და ეუბნებოდა: დაიფიცე და გაგიშვებ, დაგმე ქრისტე! მიუგო მას პოლიკარპემ: - ოთხმოცდაექვსი წელია ვემსახურები მას და ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, როგორ შემიძლია დავგმო ჩემი მეუფე, ჩემი მხსნელი ?

 ****

ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი შორს არის ყოველგვარი ცოდვისაგან (III თავი).

 

"ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ" წმ. პოლიკაპრე სმირნელი. 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა