წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ანტიოქიის ეკლესია
05.20.2021 23 სთ 370

უნეტარესი

იოანე X

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი

 

დაიბადა 1955 წ. ლატაკიაში (სირია).

1978 წ. დაამთავრა წმიდა იოანე დამასკელის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ბალამანდის მონასტერში.

1983 წ. მიიღო დოქტორის ხარისხი ღვთისმეტყველებაში, თესალონიკის უნივერსიტეტში.

1979 წ. ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1983 წ. მღვდლად.

1981 წლიდან კითხულობდა ლიტურგიკას ბალამანდის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. ამავე ინსტიტუტში, 1988-91 და 2001-2005 წ.წ. ეკავა დეკანის თანამდებობა.

1995 წ. ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.

2001-2005 წ.წ. იყო ბალამანდის მონასტრის მოსაყდრე.

2008 წ. აირჩიეს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მიტროპოლიტად და ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის მუდმივ წევრად.

2012 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად.

ინტრონიზაციასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა 2013 წ. 10 თებერვალს დამასკოში (სირია) და 17 თებერვალს ბეირუთში (ლიბანი).