ჟურნალისტი - წავიკითხეთ, რომ რუსეთის ეკლესიამ დაგამხოთ. მართალია ეს? ზუსტად რა მოხდა და დღესდღეობით რა სტატუსი გაქვთ?
კურაევი - 29 დეკემბერს მოსკოვის ეპარქიის საეკლესიო სასამართლომ პატრიარქს ჩემი დიაკვნობიდან დახმობის საკითხი წარუდგინა. რუსეთის ეკლესიისათვის საეკლესიო სასამართლო ძალიან ახალი ინსტიტუტია. ადრე ყველა საკითხი ეპისკოპოსის გადაწყვეტილების საფუძველზე წყდებოდა. სასამართლო 15 წლის წინ დაფუძნდა, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზეზიტ, რომ ეპისკოპოსთათვის ერთგვარი ფსიქლოგიური კომფორტის მდგომარეობა შეექმნათ - ესე იგი, ვითომ მე კი არ ვსჯი, არამედ სასამართლო. ყველა მოსამართლე კლირიკოსია, ანუ ისინი ექვემდებიან ეპისკოპოსს, როგორც „დამსაქმებელს“, ასევე, როგორც კანონიკურ და სულიერ წინამძღვარს. ყველა მათგანი ინიშნება ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, სამწლიანი ვადით. არცერთი მათგანი არ არის კანონიკურ-საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ვინაიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო სისტემაში ეს სპეციალობა არ არსებობს). მოსამართლეთა შორის არცერთი ერისკაცი იურისტი არაა.
ამავდროულად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს გააჩნია გამომძიებლისა და პროკურორის კომპეტენციაც, ესე იგი ისაა ბრალმდებელიცა და გამომძიებელიც. პროცესში ბრალდებულის დამცველი ადვოკატის მონაწილეობა აკრძალულია. არ არსებობს პროცედურული კანონები, რომლებიც დაარეგულირებდნენ სასამართლოს მუშაობას, მითუმეტეს არ არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც დაიცავდნენ ბრალდებულის ინტერესს.
ასევე დავამატებ იმასაც, რომ საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის რუსეთში სასამართლო კულტურის ძალიან დაბალი დონეა. არ არსებობს საეკლესიო სამართლის მეტ-ნაკლებად თანამედროვე წიგნები ანალიტიკისა და კოდიფიცირების შესახებ. ბოლო დრომდე ეს ყველაფერი წარმოადგენდა რუსეთის საეკლესიო ცხოვრების მრავალთაგან ერთ-ერთ პრობლემას. თუმც კი, უცაბედად ჩემი პირადი პრობლემაც დაემატა.
29 აპრილს პატრიარქმა კირილემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მსახურება ემიკრძალა და ჩემი საკითხი სასამართლოს გადასცა. მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის ფაქტი რომ კორონავირუსით ახალგარდაცვლილი ერთ-ერთი მოსკოველი კლირიკოსის შესახებ ვთქვი, რომ „იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩება როგორც ერთი უგუნური კარიერისტი“.
იგი იყო ჩემი ყოფილი სტუდენტი, ყოფილი ადმინისტრატორი ჩემი ინტერნეტ-ფორუმისა. მას კარგი ხმა ჰქონდა და ჯერ პატრიარქის პროტოდიაკონი გახდა, შემდგომ კი (ძალიან მალე, ისე რომ უბრალო სამრევლო ტაძრის მღვდლობის საფეხურს გადაახტა ) - საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი.
2019 წლის 10 ივნისს რუსეთის დიდი მასონური ლოჟის წარმომადგენლებმა, დიადი ოსტატის ანდრეი ბოგდანოვის მეთაურობითა და ესპანეთის ლოჟის დიადი ოსტატისა და მასონურ ლოჟათა მსოფლიო საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, ოსკარ დე ალფონსოსა და მისი მეუღლის თანდასწრებით, მის ტაძარში პოლტავკის მასონური ლოჟისათვის ორი ხატი აკურთხებინეს. ხატები პირადად წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდ აგეკინმა აკურთხა.
ამის ამსახველმა ფოტოსურათებმა ინტერნეტსივრცეშიც გაჟონა. მე დავიცავი ეს მღვდელი „აგეიკინი, ბუნებრივია, არაა მასონი. მისნაირ სულელებს წევრებად არ იღებენ“ https://diak-kuraev.livejournal.com/2483761.html
როდესაც მოკვდა, მე უბრალოდ გავიმეორე ჩემი შეფასება მის მიმართ და ბრალდებული გავხდი. შეთქმულების თეორიებისკენ რომ ვიყო მიდრეკილი, ვიტყოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ მომართული მსჯავრი მასონური ლოჟის შურისძიებაა.
პატრიარქის ავტო-ფსიქოთერაპია
თუმცაღა, ვვარაუდობ, რომ ამის მიზეზი სხვა რამაა. მჯერა, რომ მიზეზი პატრიარქის ავტო-ფსიქოთერაპიაა. საქმე ისაა, რომ 3 აპრილს პატრიარქმა ღვთისმშობლის ხატით მოსკოვის წრიულ გზაზე, ქალაქისა და მოსახლეობის ეპიდემიისაგან დასაცავად, საკუთარი ლიმუზინით განახორციელა უპრეცენდენტო სალიტანიო მსვლელობა. მას ეს ხატი იმ ტაძარში გადასცეს, სადა წინამძღვარი ალექსანდ აგეკინი იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტაძარში იმავე დღეს თავი მოიყარა მოშურნე მრევლის სიმრავლემ, იმისათვის რომ თაყვანი ეცათ ამ ხატისათვის. მამა აგეკინმა მიიღო და შეხვდა მათ და გადაედო სასიკვდილო ვირუსი. 21 აპრილს, თვრამეტი დღის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. აგეკინი ახალგაზრდა ადამიანი იყო, 40 წლის. თუმც კი, მისი ჭარბწონიანობისა და, სავარაუდოდ, თანმდევი დაავადებების გამოც, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა.
მჯერა, რომ პატრიარქმა ვერ გააცნობიერა საკუთარი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა ალექსანდრ აგეიკინის სიკვდილში. მან ამის გაკეთება ვერ შეძლო ვერც რაციონალურ და ვერც პირადი ცნობიერების დონეზე. ვვარაუდობ, რომ ეს ამძიმებდა მას. ამიტომაც მისმა ქვეცნობიერმა გადაწყვიტა მოეცილებინა პასუხისმგებლობა და მოეძებნა ვინმე, ვისზეც პასუხისმგებლობას გადაიტანდა ეს ადამიანი კი მე ვიყავი.
თავისი ბრძანებით მან, აგეკინის ლანძღვისა კიდევ სხვა მოქმედებების გამო, რომლებმაც მის ყურამდე „სხვადასხვა საჩივართა სახით“ მიაღწია, ჩემი საქმე სასამართლოს გადასცა.
რვა თვის განმავლობაში არ მატყობინენდნენ, თუ რა იმალებოდა ამ „სხვადასხვა საჩივართა“ მიღმა. ჩემს სიტყვიერსა თუ წერილობით მოთხოვნებზე, რომ ეუწყებინათ ჩემთვის ჩემს ბრალდებათა შესახებ, მიპასუხეს, რომ სასამართლომ გადაწყვიტა არ გაასაჯაროვოს ისინი.
მითხრეს, რომ მივსულიყავი კომპიუტერის, ტელეფონისა და ადვოკატის გარეშე. თუ მე ჩემი სიტყვების გამო განმსჯიან, მაშინ უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ დავაზუსტო, სწორად იქნა თუ არა გაგებული ჩემი სიტყვები, რა კონტექსტში ვთქვი ისინი და რასთან მიმართებაში. ხომ არ წავიღე შემდეგ უკან ეს სიტყვები, კომპიუტერისა და ინტერნეტთან კავშირის გარეშე ეს შეუძლებელია. ასე რომ, ჩემი თავდაცვის შესაძლებლობა უბრალოდ გამოირიცხა. ზოგადად, სასამართლო არ დაინტერესებულა იმის შესახებ, თუ ჩემი ენის „მსხვერპლთა“ რომელმა კონკრეტულმა მოქმედებებმა გამოიწვიეს ჩემი მხრიდან მათი შეფასება. ცხადი იყო, რომ პატრიარქს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და სასამართლოს, უბრალოდ, უნდა გაეჟღერებინა იგი.
სხვათა შორის, 2 მაისს ნეტარხსენებული აგეიკინის ოჯახისაგან შენდობა ვითხოვე (ჯერ საჯაროდ, მასმედის საშუალებით, შემდეგ კი სასამართლოს მიმართ ჩემს წერილობით განცხადებაშიც, თუმცაღა ამ უცნაურ საეკლესიო სასამართლოს ეს მხედველობაში არ მიუღია და არც კი უხსენებია. ამგვარად, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ სასამართლომ არც ჩემი პირადი მოხსენება მიიღ მხედველობაში და არც ჩემს მიერ გამოხატული სინანული.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით< გადავწყვიტე, რომ არ გამოვცხადებულიყავი განსჯის პროცესზე. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზანი იყო ისიც, რომ მსურდა ჩემი პოპულარობა გამომეყენებინა, რათა საეკლესიო სასამართლოს ამგვარი მოქმედების წინააღმდეგ აგორებულიყო საზოგადოებრივი აზრის გამკიცხავი ტალღა, იმ იმედით, რომ მომავალში მსგავსი პროცესები აღარ განმეორებულიყო.
საბოლოოდ, მოსკოვის საპატრიარქოს ვებ-ვერდზე 29 დეკემბერს გამოქვეყნდა შემდეგი განცხადება - „სასამართლომ პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის განცხადებებში ეკლესიისადმი უპატივცემულობის ნიშნები შეამჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ასევე, ნახსენებია პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის ცილისმწამებლური ქმედების ნიშნების არსებობა მის მიერ რუსეთის ეკლესიის „სქიზმის წინასწარ დაგეგმვის“ ბრალდებაში.
(აგეიკინის სიკვდილისშემდგომი ლანზღვის გარდა) ესაა ჩემი ერთადერთი დანაშაული, რომელიც გამოავლინა სასამართლომ.
ამგვარად, ჩემი დამხობა მოხდა იმიტომ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღანელობა „სქიზმის წინასწარ დაეგმვაში“ დავადანაშაულე.
ჟურნალისტი - გჯერათ, რომ ეს თქვენი დასჯის საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი? ანუ თქვენ დაგსაჯეს იმიტომ, რომ პატრიარქს აკრიტიკებდით?
კურაევი - ამ მხრივ არსებობს სინამდვილე - 2018 წლის სექტემბერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან კანონიკურ და ლიტურგიულ კავშირებს წყვეტდა. ეს იყო ცალმხრივი მოქმედება. განცხადებაში სიტყვასიტყვით ეწერა, რომ „გადავწყვიტეთ განხეთქილება“. დაზავება რაც არ უნდა ძნელი იყოს, ვინც ომს პირველი გამოაცხადებს ან პირველი ახსნის ცეცხლს, იურიდიულად, ომის პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამის შესახებ ჩემს ინტერნეტბლოგზე დავწერე - „ვაშა, ახლა უკვე ჩვენ ვართ სქიზმატები“.
რა თქმა უნდა, არ განმიცხადებია, რომ მივდივარ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან, და როგორც დიაკონიმ ვარძელებდი პატრიარქ კირილის სახელის მოხსენიებას.
მოსკოვსა და ფანარს შორის კანონიკურ-ისტორიული კამათის თემას მივუძღვენი ჩემი წიგნი „ბიზანტია ს.ს.რ.კ.-ის წინააღმდეგ. იმპერია-მოჩვენებათა ბრძოლა უკრაინის ეკლესიისათვის“. ეს ათასგვერდიანი ნაშრომი 2020 წლის თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი, თუმც კი მისი ზოგიერთი ცალეული თავი 2019 წლის განმავლობაში ინტერნეტშიც გავასაჯაროვე.
აღვნიშნავდი, რომ მოსკოვს შეეძლო უკრაინაზე საეკლესიო გავლენა შეენარჩუნებინა,თუკი დაასწრებდა და იქამდე მიანიჭებდა მას ავტოკეფალიას, ვიდრე ამას ფანარი გააკეთებდა. მივიჩნევ, რომ პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინაში 2018-19 წლებში ჩადენილ ქმედებები იყო შანსი უკრაინისათვის და არა დანაშაული.
თუმცაღა, სასამართლომ არ მოისურვა ჩემთან ერთად განეხილა ეს საკითხი. მან უბრალოდ ის ტერმინი გამოიყენა, რაც აწყობდა.
ჩემი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ჩემი ჩემს კონკრეტულ დანაშაულად (გარდა მამა აგეიკინის შემთხვევისა) დასახელებულია ის, რომ მცდარად მესმის გამოსავლის მნიშვნელობა და რადგან ვაცხადებ, რომ „თურქი ჯაშუში“ ვარ, ჩემს თურქ პატრიარქთან უნდა წავიდე.
გამოვიყენებ აპელაციის უფლებას
დიას, არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიო პატრიარქს აპელაციის თხოვნით მივმართო. ვვარაუდობ, რომ როგორც ბრალდებათა არსი, ასევე პროცესის მიმდინარეობისას არსებული პროცედურული დარღვევები მე მაძლევენ იმის უფლებას, რომ მოვითხოვო აპელაცია, ხოლო პატრიარქს - ამ მოთხოვნაზე დადებითი პასუხის გაცემის შესაძლებლობას.
სხვათა შორის, მოსკოვის სასამართლომ, ჩემს შემთხვევაში მოციქულთა 57-ე კანონი ერთობ უცნაურად გამოიყენა - სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ სიტყვების გამო, რომელიც არა უბრალოდ მღვდლის მიმართ, არამედ გარდაცვლილი მღვდლის მიმართ ვთქვი. ესე იგი, გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა პრესვიტერული დიდებულების სიკვდილისშემდგომი გინების გამო. თუმცა კი, შეუძლებელია, რომ ცოცხლებს რაიმე იურიდიული დავა ან კავშირი ჰქონდეთ გარდაცვლილებთან. მიუხედავად ამისა, მართალია რომ ცოცხალზეც და უკვეგარდაცვლილ მასონთმსახურ აგეიკინზე მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე, სასამართლომ ჩემი ამამტყუნებელი განაჩენი მისი სიკვდილისშემდომი შეფასების გამო გამოიტანა მოციქულთა 57-ე კანონის საფუძველზე - „თუ რმელიმე სასულიერო პირმა აგინოს მღვდელს ან დიაკონს, უზიარებელ იქმნეს“.
მოსამართლეებს, სავარაუდოდ, გაგონილი არ ჰქონდათ, თუ რა უპასუხა არისტოტელემ თავის დამბეზღებლებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არისტოტელეს ვიღაც დაუსწრებლად სდებდა ბრალს. ფილოსოფოსმა უპასუხა: „მაშ, დაუსწრებლადვე გავჯოხილიყავი“.
გარდა ამისა, რომაული სამართალი ერთი ქმედენის გამო ორმაგი სასჯელით დასჯას კრძალავს. შედეგას, საეკლესიო კანონებიც კრძალავენ ერთი დანაშაულის გამო ვინმეს ორჯერ დასჯას (მოციქულთა 25-ე კანონი). გარდაცვლილი მღვლის - აგეიკინის „გინების“ გამო დასჯილი ვიყავი მსახურების რვათვიანი აკრძალვით. სასამართლო კი ახსენებს იმავე ქმედებას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ უფრო მკაცრი სასჯელი მომისაჯოს მის გამო.
პატრიარქ კირილეს სასამართლოს მიერ ჩემი დამხობის შესახებ წარდგენილი საკითხი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, მაგრამ არანაირი მიზეზი არ მაქვს ეჭვი შევიტანო, რომ მისი გადაწყვეტილება ამგვარი იქნება.
ჟურნალისტი - როორი ურთიერთობა გაქვთ პატრიარქ კირილესთან?
კურაევი - ჩვენს ურთიერთობებს ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს. 90-იანების დასაწყისში, როდესაც პატრიარქ ალექსის ლოგოგრაფი და პრესასთან მისი წარმომადგენელი ვიყავი, მიტროპოლიტ კირილესთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობები მქონდა, მაგრამ ეს საჯარო არ ყოფილა. 90-იანების ბოლოს ჩვენ მშვდად ვთანამშრომლობდით საპატრიარქოს სხვადასხვა კომისიებში. პატრიარქ ალექსის გარდაცვალების შემდეგ (2008 წელს) მე მთელი ჩემი ძალებით ვუჭერდი მხარს საპატრიარქო ტახტზე კირილეს არჩევას, იმ იმედით, რომ იგი შეძლებდა ჩვენი ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის გამოცოცხლებას.
თუმვა კი, ძალიან მალევე ნათელი გახდა, რომ მისიონერობასთან დაკავშირებით ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები გვქონდა. მე მისიონერობა მესმის, როგორც კეთილშობილური დიალოგი, რომლის მიმდინარეობის დროსაც თავისუფალ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა შეიყვაროს სახარება. პატრიარქი კირილე კი მისიონერობას მიიჩნევს საშუალებად სახელმწიფო ძალაუფლების მაქსიმალურად მობილიზებისათვის და ერთგვარ პოლიციურ-ადმინისტრაციულ საშუალებად „ეკლესიის საკეთილდღეოდ“.
2012 წლიდან, დაჯგუფება Pussy Riot-ის ფემინისტების დაკავების შემდეგ პატრიარქ კირილეს მოსაზრებების საჯაროდ კრიტიკა დავიწყე. ჩემთვის საღვთისმეტყელო საკითხს წარმოადგენს, თუ როგორ განვმარტავთ და გამოვიყენებთ ქრისტეს „მთასა ზედა“ ქადაგებას.
ამის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხხვა ეპარქიებში ჩემს მიერ ლექციების ჩატარების საკითხს ვეტო დაედო.
2013 წელს დავიწყე საუბარი ჩვენს საეკლესიო სკოლებში პედოფილიის შემთხვევებზე. ამას შედეგად მოყვა ის, რომ მოსკოვის საღვთისმეტყველო აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განვთავისუფლდი. დიახ, აქ გამოჩნდა ანსხვავება რუსეთსა და გერმანიას შორის - როდესაც ვატიკანმა ჰანს იუნგი გაათავისუფლა, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მას სიხარულით დაუთმეს კათდრა.
შედეგად, 2020 წლის ამგვარი დასასრული ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, არც ფსიქოლოგიური ტრამვა მოუყენებია. და ეს იმიტო, რომ ახალგაზრდობის წლებიდან მჯერა, რომ „პენსიაზე“ მალე გავალ (ახლა 57 წლის ვარ).
ჟურნალისტი - თქვენი აზრით, რა არის დღეს რუსეთის ეკლესიის პრობლემა და როორ ხედავთ მის მომავალს ?
კურაევი - პატრარქმა კირილემ მას პიროვნულობა წაართვა. იგი აღარ წარმოადგენს სინდისის ზეპარტიულ და აპოლიტიკურ ხმას. ისევე როგორც 1917 წლის რევოლუციის წინა დღეებში, ახლაცც ეკლესია სახელმწიფო მექანიზმის ნაწილად მიიჩნევა. ამიტომ მას იგივე ბედი ეწია, რაც იმათ, ვისაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ცარული წყობილების მსახურებს: ეძახდენენ.
წინასწარმეტყველი არ ვარ და არ შემიძლია, წინასწარ გითხრათ როგორ გააგრძეებს ეკლესია პურინის პერიოში ან მის შემდეგ, მაგრამ მჯერა, რომ კრემისა და (მოსკოვის) საპატრიარქოს ურთიერთგაიგივების გამო უნდა შეინანონ.
ეკლესია გააგგრძელებს თავის ცხოვვრებას, თუნდაც დაავადებული იყოს, თუნდაც შეცდმებს სჩადიოდეს. დღესაც, ისევე როგორც ყოველთვის, გამოჩნდებიას კლირიკოსები, (ისინიც თავიანთი შეცდომებით), რომლებიც ისაუბრებენ ამ დაავადებების შესახებ და მოითხოვენ მათ შესახებ ღია განხილვას. პატრიარქმა კირილემ მოახერხა, რომ დღეს ეს მხოლოდ ანონიმურად ხდება - ჩემი სასამართლო პროცესის შემდეგ მღვდლებისგან ( და ეპისკოსებისაგან) მრავალი მხარდამჭერი შეტყობინება მივიღე, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი მღვდელმონაზონი იყო, ვინც ეს საჯაროდ გააკეთა...
ამგვარად, ჩვენში იზრდება პაპიზმი და მისი ჩანაცვლების შიში. აღზრდის მიცემის გარეშე მრავალ ადამიანს დავკარგავთ, თუ არ ვიფრთხილებთ, იქამდე, ვიდრე ეს დანაკარგები ჩვენთვის გამანადგურებელი და შეუქცევადი არ გახდება.
და მიუხედავად იმისა, რომ აღარ შემიძლია ტაძრის ამბიონიდან მოვუწოდო ადამიანებს „კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის“ ლოცვისაკენ, თავად მე ვაკეთებ ამას. ვთხოვ, რომ ილოცონ ჩემთვის.
ჟურნალისტი - რის გაკეთებას ისახავთ მიზნად მომავალში?
კურაევი - არ ვაპირებ არც ჩემი მხარდამჭერი მოძრაობის და არც რაიმე დაჯგუფების შექმნას. ჩემი ბედნიერების აზრს ჩემს ხუთ შვილიშვილში ვხედავ, რომლებიც მუდმივად ჩემთან ცხოვრობენ. ასევე, არც ჩემი ბიბლიოთეკის 14000 ტომს უღალატია ჩემთვის. ვიცხოვრებ, წავიკითხავ, გადავხედავ ჩემს ძველ წიგნებს (15-ზე მეტია მათი რიცხვი), დავწერ ახლებს და გავიხარებ იმით, რომ ჩემი პატარები ამ სამუშაოდან მუდმივად ჩემს მოწყვეტას შეეცდებიან. ესაა ჩემი გეგმები.
პატრიარქმა კირილემ მე თავისუფლება მაჩუქა და ამაში მისი მადლიერი ვარ. ჩვენს დროში, რუსეთში, უმჯობესია თუკი კოლექტიურობისაგან თავს შორს დაიჭერ, განსაკუთებით იქ, სადაც საქმე ძალაუფლებას ეხება.