უნეტარესი
თეოდორე II
პაპი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა
ერში - ნიკოლას ქორეფთაკისი.
დაიბადა 1954 წელს კანლიში, კასტელი ქანიას პროვინციაში. თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
1975 წელს ხელი დაასხეს დიაკვნად.
1985-90 წლებში იმყოფებოდა ოდესაში სტატუსით: ალექსანდრიის პატრიარქის ეგზარქოსი რუსეთში, სადაც მის მრევლს წარმოადგენდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბერძნები.
1996 წ. დაინიშნა ალექსანდრიის ქორეპისკოპოსად.
1997 წლის სექტემბრიდან მიტროპოლიტი თეოდორე აირჩიეს კამერუნისა და ცენტრალური აფრიკის მიტროპოლიტად.
2002 წ. აირჩიეს ზიმბაბვეს მიტროპოლიტად.
2004 წ. 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის სინოდმა აირჩია პაპად და პატრიარქად დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა.
ინტრონიზაცია შედგა ალექსანდრიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში 2004 წ. 24 ოქტომბერს.